ორდუ

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორდუ (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ორდუ
Ordu

ხედი ორდუზე ბოზთეფედან
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ორდუ (პროვინცია)
კოორდინატები 40°59′00″ ჩ. გ. 37°53′00″ ა. გ. / 40.98333° ჩ. გ. 37.88333° ა. გ. / 40.98333; 37.88333
მერი სეიიტ თორუნი (სრპ)
ადრეული სახელები კოტიორა
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 145 455 კაცი (2011)
ეროვნული შემადგენლობა თურქები
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი +90 452
საფოსტო ინდექსი 52100-52200
საავტომობილო კოდი 52
ოფიციალური საიტი ordu.bel.tr
ორდუ — თურქეთი
ორდუ

ორდუ (თურქ. Ordu, ბერძ. Κοτύωρα) — საპორტო ქალაქი თურქეთში 145.455 მაცხოვრებლით. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი გაშენებულია შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, პატარა ყურის ნაპირზე.

ისტორია

ორდუ ოსმალეთის ერაში

ძვ. წ. VIII საუკუნეში სხვა შავი ზღვისპირა კოლონიების მსგავსად მილეტიელების მიერ დაარსებულ იქნა კოლონია კოტიორა. ეს მიდამო თავდაპირველად ჯერ დანიშმენდების, შემდეგ 1214 და 1228 წლებში თურქ-სელჩუკებისა და 1346 წელს ჰაჯიემიროღულარის სამთავროს კონტროლის ქვეშ გადავიდა. შემდომში ამ ტერიტორიას ოსმალეთის ვასალი ტრაპიზონის იმპერია ფლობდა[1].

თანამედროვე ქალაქი ოსმალებმა დააარსეს, ესქიფაზართან (თურქ. Eskipazar) ახლოს, როგორც სამხედრო სადარაჯო ბაირამლი (თურქ. Bayramlı), თანამედროვე ორდუდან 5 კილომეტრით დასავლეთით. 1869 წელს ქალაქის სახელი ორდუთი შეიცვალა და გაერთიანდა რაიონებთან: ბოლამანი, ფერშემბე, ულუბეი, ჰანსამანა (გოლქოი), აიბასტი. 1920 წლის 17 აპრილს შეიქმნა ორდუს პროვინცია[2].

ეტიმოლოგია

„ორდუ“ (თურქ. Ordu) თურქულად „არმიას“ ნიშნავს, თუმცა ამ სახელის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სხვა მრავალი მოსაზრებაა.

მოსახლეობა

1800 წლამდე ორდუ იყო პატარა ქალაქი, უმეტესწილად პონტიელი ბერძნებით დასახლებული. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ აქ დაიწყეს დასახლება კავკასიიდან და საქართველოდან დევნილმა მუსლიმმა ქართველებმა, აფხაზებმა და სხვებმა.

1912 წელს ქალაქსა და რაიონში ცხოვრობდა: 92 191 — მუსლიმი და 19 390 — ბერძენი[3].

1924 წლის საბერძნეთისა და თურქეთის მიერ მოსახლეობის გაცვლის შედეგად, ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ ქალაქი დატოვა. ამჟამად ქალაქი დასახლებულია ეთნიკური თურქებით, კავკასიიდან გადმოსახლებულებით (მუჰაჯირები), ქართველი მუსლიმებით (ჩვენებურები) და დარჩენილი ეთნიკური ბერძნების შთამომავლების მცირე რაოდენობით.

სპორტი

ორდუ საფეხბურთო კლუბ „ორდუსპორის“ მშობლიური ქალაქია. „ორდუსპორი“ ბაზირებულია შუაგულ ქალაქში „19 სექტემბრის“ სტადიონზე.

დაძმობილებული ქალაქები

ქალაქი ქვეყანა წელი
1 ბათუმი[4] საქართველოს დროშა საქართველო 2010
2 მარმარისი თურქეთის დროშა თურქეთი 2011
3 ბაქო[5] აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 2011

კლიმატი

საშუალო თვიური ტემპერატურა და ნალექები ორდუში
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
მაქსიმალური ტემპერატურა (°C) 10,9 10,7 12,0 15,2 19,1 24,1 27,0 27,7 24,5 20,3 16,2 12,9 Ø 18,4
მინიმალური ტემპერატურა (°C) 3,8 3,6 5,0 8,2 12,2 16,4 19,4 19,9 16,6 12,8 8,5 5,7 Ø 11
ნალექები (მმ) 100,2 85,2 77,9 76,0 55,7 76,0 61,8 60,6 83,9 137,8 130,3 101,2 Σ 1 046,6
მზიანი საათები (/) 2,4 3,0 3,2 4,1 5,4 7,1 6,2 6,1 5,2 4,1 3,3 2,3 Ø 4,4
წვიმიანი დღეები () 14,5 13,9 15,4 15,1 13,1 11,3 10,0 9,6 12,0 14,5 13,6 14,6 Σ 157,6










10,9
3,8
10,7
3,6
12,0
5,0
15,2
8,2
19,1
12,2
24,1
16,4
27,0
19,4
27,7
19,9
24,5
16,6
20,3
12,8
16,2
8,5
12,9
5,7
იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ







100,2
85,2
77,9
76,0
55,7
76,0
61,8
60,6
83,9
137,8
130,3
101,2
  იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
წყარო: Devlet Meteoroloji İşleri Genel Müdürlüğü[6] მარტი 2011

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ორდუს ისტორია (tr). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-05. ციტირების თარიღი: 2013-01-28.
  2. ორდუ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-05-07. ციტირების თარიღი: 2013-01-28.
  3. George Sotiriadis, „An Ethnological Map Illustrating Hellenism in the Balkan Peninsula and Asia Minor“, 1918
  4. Batumi - Twin Towns & Sister Cities. Batumi City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2013-08-10.
  5. Twin-cities of Azerbaijan. Azerbaijans.com. ციტირების თარიღი: 2013-08-09.
  6. Devlet Meteoroloji İşleri Genel Müdürlüğü