ჯანიქი

ჯანიქი (თურქ. Canik) — მუნიციპალიტეტი თურქეთში. ერთ-ერთი ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომლებიც 2009 წ. გაერთიანდა სამსუნის მუნიციპალიტეტის პატრონაჟის ქვეშ.

გეოგრაფიული მდებარეობა

მდებარეობს თურქეთის ჩრდილიეთ ნაწილში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, შედის ქ. სამსუნის შემადგენლობაში, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით.

ისტორია

2009 წლამდე - პატარა ქალაქი სამსუნის აღმოსავლეთით. ჩრდილოეთით ესაზღვრება შავი ზღვა, სამხრეთით ჭანეთის მთები.სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ქართული სატომო სახელი - „ჭანი-დან“ (ლაზი). თურქულ წყაროებში პირველად მოიხსენიება „დანიშმენდ ნამე“-ში, როგორც ქართული ციხესიმაგრე[1].

განათლება

ქალაქში არის უნივერსიტეტი - Canik Başarı Üniversitesi.

რესურსები ინტერნეტში

Canik Belediyesi (თურქ.)
T.C. Canik Kaymakamligi (თურქ.)

სქოლიო

  1. В.С. Гарбузова, Сказание о мелике Данышменде, Издaние восточной литературы, М., 1959, стр. 82