პაგუოშის კონფერენციები

პაგუოშის კონფერენციები — მეცნიერთა საერთაშორისო შეხვედრები მშვიდობის, განიარაღების, საერთაშორისო უშიშროებისა და სამეცნიერო თანამშრომლობისათვის, მსოფლიოს თერმობირთვული ომის თავიდან ასაცილებლად. კონფერენციის მოწვევის ინიციატივა ეკუთვნის მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ მეცნიერთა ჯგუფს (ა. აინშტაინი, ფ. ჟოლიო-კიური, ბ. რასელი და სხვები). 1955 წელს მათ მოწოდებით მიმართეს ყველა ქვეყნის მეცნიერებებს, ხმა აემაღლებინათ ატომური ენერგიის სამხედრო მიზნით გამოყენების წინააღმდეგ.

1957 წლის ივლისში აშშ-ის საზოგადო მოღვაწისა და მრეწველის ს. იტონის აქტიური მხარდაჭერით მის სამშობლოში პაგუოშში (Pugwash, კანადა; აქედან სახელწოდება) შედგა I პაგუოშის კონფერენცია, შეიქმნა პაგუოშის მუდმივი კომიტეტი (ადგილსამყოფელი ქ. ლონდონი).

ლიტერატურა