სანდრო მაცოლა
![]() 1971 | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალესანდრო მაცოლა | ||
დაბადების თარიღი | 8 ნოემბერი, 1942 | ||
დაბადების ადგილი | ტურინი, იტალია | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
თავდამსხმელი, შემტევი ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1960–1977 | ინტერნაციონალე | 417 | (116) |
ეროვნული ნაკრები | |||
1963–1974 | იტალია | 70 | (22) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სანდრო მაცოლა (იტალ. Alessandro "Sandro" Mazzola; დ. 8 ნოემბერი, 1942) — იტალიელი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. 1968 წლის ევროპის ჩემპიონი და 1970 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად.
საკლუბო კარიერა
მაცოლა მთელი თავისი საკლუბო კარიერის განმავლობაში მილანური „ინტერნაციონალეს“ ღირსებას იცავდა, რომელიც იმ წლებში დიდებული ასპარეზობის გამო La Grande Inter-ად იწოდებოდა. ის ასპარეზობდა შეტევის წინა ხაზში და გამორჩეული იყო ფართო არეალის შემოქმედებითი ნიჭით, მოედნის ხედვით, ბურთის კარგი კონტროლით და გოლის გატანის ალღოთი. კლუბთან ერთად მან 4 ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა თასი და 2 საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, აღსანიშნავია, რომ მაცოლამ, ისევე როგორც ინტერის მთელმა ლეგენდარულმა გუნდმა, იტალიის თასის მოგება ვერ მოახერხა.
სანაკრებო კარიერა
იტალიის ნაკრებში მაცოლამ 70 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა, ნაკრებთან ერთად მოიგო 1968 წლის ევროპის ჩემპიონატი და 1970 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა ლეგენდარულ ბრაზილიის ნაკრებთან, რომელშიც სხვებთან ერთად პელეც ასპარეზობდა.
სანაკრებო სტატისტიკა
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
იტალია![]() |
1963 | 4 | 1 |
1964 | 3 | 3 | |
1965 | 8 | 6 | |
1966 | 9 | 5 | |
1967 | 3 | 3 | |
1968 | 5 | 0 | |
1969 | 4 | 2 | |
1970 | 10 | 2 | |
1971 | 5 | 0 | |
1972 | 8 | 0 | |
1973 | 6 | 0 | |
1974 | 5 | 0 | |
ჯამში | 70 | 22 |
მიღწევები
საკლუბო
- სერია A: 1962–63, 1964–65, 1965–66, 1970–71
- ევროპის ჩემპიონთა თასი: 1963–64, 1964–65
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1964, 1965
სანაკრებო
ინდივიდუალური
- სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი: 1964–65 (17 გოლი)
- უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1968
- იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრი: 2014
- მილანის „ინტერის“ დიდების დარბაზის წევრი: 2022
ფაქტები
სანდრო 1940-იანი წლების ყველაზე პოპულარული იტალიელი ფეხბურთელის ვალენტინო მაცოლას ვაჟიშვილია, რომელიც სუპერგის ავიაკატასტროფის დროს დაღუპული „ტორინოს“ ლეგენდარული გუნდის წევრი იყო.
ლიტერატურა
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- ფანჯიკიძე, გურამ (1967). ფეხბურთის სამშობლოში : მსოფლიო პირველობის ჩემპიონატი ინგლისში. თბილისი: ნაკადული.
- ფანჯიკიძე, გურამ (1970). ფეხბურთის სამშობლოში : სპორტული ნარკვევი. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. თბილისი: საბჭ. საქართველო.
რესურსები ინტერნეტში
- სანდრო მაცოლას პროფილი — weltfussball.de
- სანდრო მაცოლა — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]