სანჩარო
სანჩარო | |
---|---|
კოორდინატები: 43°25′41″ ჩ. გ. 40°55′47″ ა. გ. / 43.4281806° ჩ. გ. 40.929861° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 2589 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გრანიტი, აპლიტი და პეგმატიტი |
ლანდშაფტი | სუბალპური და ალპური |
სანჩარო — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2589 მ. აგებულია მეზოზოური ასაკის გრანიტებით, აპლიტებითა და პეგმატიტებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი. გადადის საცალფეხო გზა მდინარე ბზიფის ხეობიდან (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მდინარე დიდი ლაბის ხეობაში (ყარაჩაი-ჩერქეზეთი).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 91.