გრანიტი
გრანიტი | |
---|---|
გრანიტული ფილები | |
ცნობები | |
ტიპი | მაგმური ქანი |
შედგენილობა | ორთოკლაზი მიკროკლინი პლაგიოკლაზი კვარცი ქარსი ამფიბოლი პიროქსენი |
გამოიყენება | მშენებლობაში |
გრანიტი (იტალ. graniti > ლათ. granum — „მარცვალი“) — ინტრუზიული, სრულკრისტალური, SiO2-ით მდიდარი ქანი. ფართოდაა გავრცელებული დედამიწის ქერქში, ქმნის ბათოლითებს, შტოკებს, ძარღვებს და სხვა სხეულებს. სიმკვრივე 2600 კგ/მ³.
გრანიტი შედგება ორთოკლაზის ან მიკროკლინისაგან, მჟავე პლაგიოკლაზისაგან, კვარცისაგან, ქარსისაგან, ამფიბოლისაგან, იშვიათად პიროქსენისაგან.
გრანიტი თანაბარმარცვლოვანია ან პორფირისებრი, ზოგჯერ გნაისისებრ-ზოლებრივი. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ - მაგმურ, მეტასომატურ, პალინგენეტურ, ანატექტიკურსა და სხვა გრანიტს. გრანიტთან ხშირად არის დაკავშირებული Sn, W, Mo-სა და სხვა გრაიზენული და ჰიდროთერმული საბადოები, აგრეთვე იშვიათლითონური პეგმატიტები.
თავისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების წყალობით გრანიტი საუკეთესო სამშენებლო მასალაა. მასიურობისა და სიმკვრივის, აგრეთვე ფართო ფაქტურული შესაძლებლობების გამო მონუმენტური ქანდაკებისთვისაც იყენებენ. გრანიტისგან ამზადებენ ნაგებობათა სვეტებს ობელისკებსა და მოსაპირკეთებელ ფილებს.
საქართველოში გრანიტი გავრცელებულია კავკასიონის ქედის ღეძულ ნაწილში, აგრეთვე ძირულის, ხრამისა და ლოქის მასივებზე.
რესურსები ინტერნეტში
- გრანიტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 253.
|