სვაზი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Swazis_dancing_in_a_cultural_village_show_in_Eswatini%2C_2006.jpg/220px-Swazis_dancing_in_a_cultural_village_show_in_Eswatini%2C_2006.jpg)
სვაზი — ხალხი, ესვატინის (ყოფ. სვაზილენდი) ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ აგრეთვე სვაზილენდთან მოსაზღვრე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მოსახლეობის საერთო რაოდენობაა 2 მილიონზე მეტი. ენა — სვაზი, განეკუთვნება ბანტუ ენათა ოჯახს. უმრავლესობა ტრადიციულ რწმენებს — ბუნების ძალთა და წინაპართა კულტს აღიარებს, დანარჩენები ძირითადად ქრისტიანები არიან. სვაზი ხალხი ჩამოყალიბდა XIX საუკუნის I ნახევარში. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა. მუშაობენ ბამბისა და ყავის პლანტაციებში. საშოვარზე დადიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 308.