სუდანი

სუდანის რესპუბლიკა
არაბ. مهورية السودان
სუდანი
სუდანის
დროშა გერბი
დევიზი: النصر لنا
გამარჯვება ჩვენია
ჰიმნი: نحن جند الله، جند الوطن
ჩვენ ღმერთის ჯარისკაცები ვართ, სამშობლოს ჯარისკაცები
სუდანის მდებარეობა აფრიკაში
სუდანის მდებარეობა
სუდანის მდებარეობა აფრიკაში
სუდანის მდებარეობა
დედაქალაქიხარტუმი
15°38′ ჩ. გ. 032°32′ ა. გ. / 15.633° ჩ. გ. 32.533° ა. გ. / 15.633; 32.533
უდიდესი ქალაქი ომდურმანი[1][2]
ოფიციალური ენა
რელიგია ისლამი
ეთნოქორონიმი სუდანელი
მთავრობა დომინანტური-პარტიული ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი აბდელ ფათაჰ ალ-ბუჰრანი
 -  პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდუკი
საკანონმდებლო ორგანო საკანონმდებლო ორგანო
 -  ზედა პალატა შტატების საბჭო
 -  ქვედა პალატა ეროვნული ასამბლეა
ფორმირება
 -  ნუბიის სამეფო ძვ. წ. 3500 
 -  სენარის სასულთნო 1504[3] 
 -  ეგვიპტესთან გაერთიანება 1820 
 -  ანგლო-ეგვიპტური სუდანი 1899 
 -  დამოუკიდებლობა (გაერთიანებული სამეფო-სგან და ეგვიპტისგან) 1 იანვარი, 1956 
 -  ამჟამინდელი კონსტიტუცია 9 იანვარი, 2005 
ფართობი
 -  სულ 1 886 068 კმ2 (მე-16)
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 37 289 406[4] (35-ე)
 -  აღწერა 30 894 000 (სადავო) [5]
 -  სიმჭიდროვე 16,4 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $94 მილიარდი[6]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $2673[6]
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $63 მილიარდი[7]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $1 793[7]
ჯინი (2009)35.3[8]
საშუალო
აგი (2013) 0.473[9]
დაბალი · 166-ე
ვალუტა სუდანური გირვანქა (SDG)
სასაათო სარტყელი UTC+03:00 (UTC+3)
 -  ზაფხული (DST) არ არის (UTC+3)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +249
ინტერნეტ-დომენი .sd, سودان.

სუდანი (არაბ. السودان, as-Sūdān),[10] ოფიციალურად სუდანის რესპუბლიკა[11] (არაბ. مهورية السودان, Jumhūrīyat as-Sūdān) — ფედერალური, საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის არაბული რესპუბლიკა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. არაბულ სამყაროში, ალჟირისა და საუდის არაბეთის შემდეგ ფართობის მხრივ მესამე უდიდესი სახელმწიფოა, ისევე, როგორც აფრიკაში, ალჟირსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შემდეგ და მეთხუთმეტე მსოფლიოს სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ეგვიპტე, ჩრდილო-დასავლეთიდან ლიბია, დასავლეთიდან ჩადი, სამხრეთ-დასავლეთიდან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთიდან სამხრეთი სუდანი, აღმოსავლეთიდან ეთიოპია და ერიტრეა, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გასასვლელი აქვს წითელ ზღვაზე. დედაქალაქია ხარტუმი. მდინარე ნილოსი ქვეყანას ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს.[12] რელიგიებიდამ უმეტესად გავრცელებულია ისლამი.[13] დამოუკიდებლობა მოიპოვა 1956 წელს, ამავე წელს გახდა გაეროს წევრი. 2011 წლის 9 ივლისს სუდანს ოფიციალურად გამოეყო სამი სამხრეთი რეგიონი, რომლის ტერიტორიაზეც რეფერენდუმის შედეგად ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო სამხრეთი სუდანი ჩამოყალიბდა.

სუდანი რამდენიმე ისეთი ძველი ცივილიზაციის კერა იყო, როგორებიცაა: ქუშის სამეფო, კერმა, ნობატია, ალვა, მაკურია, მეროე და სხვები, მათი უმეტესობა ნილოსის გასწვრივ მდებარეობდა. ძვ. წ. 3300 წელს, პრედინასტიული პერიოდისას ნუბია და ნაგადანის ზემო ეგვიპტე ფარაონების მმართველობის ერთობლივად განვითარებული, იდენტური სისტემები იყვნენ.[14] ეგვიპტესთან მისი სიახლოვის წყალობით, სუდანი ახლო აღმოსავლეთის ფართო ისტორიის მონაწილე იყო, თავდაპირველად, როგორც VI საუკუნისთვის გაქრისტიანებული ერთეული, ხოლო VII საუკუნიდან, როგორც — ისლამიზებული. გაქრისტიანების წყალობით, ძველი ნუბიური ენა ყველაზე ძველ ჩაწერილ ნილო-საჰარულ ენად გვევლინება (ადრეული ჩანაწერები IX საუკუნით თარიღდება).

სუდანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, აფრიკის კავშირის, არაბული ქვეყნების ლიგის, ისლამური კოოპერაციის ორგანიზაციის და მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია, აგრეთვე, დამკვირვებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.[11][15] დედაქალაქი ხარტუმი, ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და სავაჭრო ცენტრია. სუდანის პოლიტიკა რეგულირდება საპარლამენტო ორგანიზაციის მიერ, სახელად ეროვნული ასამბლეა.[16] სუდანის საკანონმდებლო სისტემა შარიათის წესებზეა დაფუძნებული.

ეტიმოლოგია

ქვეყნის ტოპონიმი „სუდანი“ საჰარის სამხრეთით მდებარე, დასავლეთიდან ცენტრალური აფრიკის აღმოსავლეთამდე გადაჭიმული გეოგრაფიული რეგიონიდან მოდის. თვითონ ტერმინი არაბული bilād as-sūdān-დან (بلاد السودان), ანუ „შავების მიწა“-დან წარმოიშვა, გამონათქვამისგან, რომელიც დასავლეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ცენტრალურ აფრიკას მიეკუთვნებოდა.[17]

ისტორია

ძველი და შუა საუკუნეები

უძველეს პერიოდში თანამედროვე სუდანის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ატარებდა ჯერ ქუშის, ხოლო შემდეგ ნუბიის სახელს, დასახლებული იყო ძველი ეგვიპტელების მონათესავე სემიტურ-ქამიტური და ქუშიტური ტომებით. ნუბიელები ვაჭრობდნენ ძველ ეგვიპტელებთან და განიცდიდნენ გამანადგურებელ თავდასხმებს მათი მხრიდან. სამხრეთიდან სუდანის ტერიტორიაზე ასევე იჭრება ნეგროიდული ტომები (ნილოტების წინაპრები).

ნობატიას ცენტრის, ძველი დონგოლას ნანგრევები.

VII საუკუნიდან სუდანის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე პატარა ქრისტიანული სახელმწიფო (ალოა, მუკურა, ნობატია). 640-იანი წლებში, ჩრდილოეთიდან, ეგვიპტის გავლით დაიწყო არაბული ექსპანსია. არაბებმა აქ გაავრცელეს ისლამი და საკუთარი კულტურა, ასევე ფეოდალური წყობილება. არაბთა გავლენა ძირითადად გავრცელდა ჩრდილოეთ და დასავლეთ სუდანში.

XVI-XVII საუკუნეებში სუდანის ტერიტორიაზე არსებობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მათ შორის უმთავრესი იყო სენარისა და დარფურის სასულთნოები. თუმცა XVIII საუკუნის შუა ხანებიდან სასულთნოები დაიშალა ცალკე ფეოდალურ სამთავროებად და დამოუკიდებელ ტომთა გაერთიანებებად.

XIX საუკუნე

1819-1822 წლებში ეგვიპტემ დაიპყრო სუდანის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. 1841 წლის პორტას გადაწყვეტილებით ამ ტერიტორიებს ეწოდა „ეგვიპტის სუდანი“ და მისი მართვა დაევალა ეგვიპტის ვიცე-მეფეს, ამ თვალსაზრისით სუდანი შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა იმყოფებოდა ეგვიპტის გავლენის ქვეშ.

სუდანის მმართველი მუჰამად აჰმადი.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში სუდანში გაძლიერდა დიდი ბრიტანეთის გავლენა. 1877 წელს სუდანის გენერალ-გუბერნატორი გახდა ინგლისელი გორდონი. სასტიკმა ექსპლუატაციამ და ეროვნულმა ჩაგვრამ ძლიერი სახალხო მოძრაობა გამოიწვია რელიგიურ-რეაქციული მიმართულებით. რელიგიურმა ლიდერმა მუჰამედ აჰმადმა თავი გამოაცხადა „მაჰდიდ“ (მესიად) და ცდილობდა გაეერთიანებინა დასავლეთი და ცენტრალური სუდანის ტომები ოსმალების წინააღმდეგ. აჯანყება დასრულდა ხართუმის აღებით, რომლის შედეგადაც ქვეყნიდან გააძევეს ევროპელი, ოსმალი და ეგვიპტელი ჩინოვნიკები. აჯანყების მეთაური მალევე გარდაიცვალა და მისი თანამდებობა დაიკავა აბდალლაჰ იბნ მუჰამად ალ-ტაიშამ, რომელიც ინგლისურ-ეგვიპტურმა ძალებმა დაამხეს 1898 წელს.

1899 წლის 19 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა და ეგვიპტემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სუდანში ერთობლივი მმართველობის (ინგლისურ-ეგვიპტური კონდომინიუმი) დამყარების შესახებ. მაღალი რანგის თანამდებობის პირები გახდნენ ინგლისელები, ხოლო საშუალო რანგი დაიკავეს ეგვიპტელებმა. ფაქტობრივად სუდანი დიდი ბრიტანეთის კოლონიად გადაიქცა.

XX საუკუნე

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ქვეყანაში დაიწყეს ბამბის აქტიური წარმოება. ქვეყანაში ჩამოყალიბება დაიწყო ეროვნულმა ბურჟუაზიამ.

ბრიტანელებმა თავიანთი ხელისუფლების გასაძლიერებლად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დაიწყეს ანტიისლამური და ანტიარაბული პროპაგანდა, მხარს უჭერდნენ ტრადიციულ რწმენას და ქრისტიანობას.

1921 წელს სუდანის მეცხრე ბატალიონის ოფიცერმა, მონის შვილმა, დინკას ტომის წარმომადგენელმა ალი აბდ ალ-ლატიფმა ჩამოაყალიბაპირველი პოლიტიკური გაერთიანება - „გაერთიანებული ტომების სუდანური საზოგადოება“, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდიოდა. მან გამოსცა მანიფესტი, რომელიც მოსახლეობას შეიარაღებული აჯანყებისაკენ მოუწოდებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის არმიამ რომელიც ეთიოპიაში აწარმოებდა საომარ მოქმედებებს დაიკავა სუდანის ტერიტორიის ნაწილიც, მაგრამ უკვე 1941 წელს იტალიელები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, სუდანი გახდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი ბაზა აფრიკაში.

1951 წლის 15 ოქტომბერს ეგვიპტის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ინგლის-ეგვიპტის 1936 წლის ხელშეკრულება და ინგლის-ეგვიპტის 1899 წლის შეთანხმება, ეგვიპტის მეფე ფარუქი გამოცხადდა ეგვიპტისა და სუდანის მეფედ.

1952 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ ეგვიპტემ აღიარა სუდანელი ხალხის თვითგამორკვევის უფლება. 1956 წლის 1 იანვარს სუდანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა იბრაჰიმ აბუდი (1958-1964 წწ.), ხოლო 1969-1985 წლებში ქვეყანაში სოციალისტური კავშირის ლიდერის ჯაფარ ნიმეირის დიქტატურა მყარდება. 1989 წლიდან კი ქვეყნის სათავეშია ომარ ალ-ბაშირი.

XXI საუკუნე

კოლონიალურ პერიოდში სუდანის საზღვრები ხელოვნურად ჩამოყალიბდა და არ გაითვალისწინეს ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები, რამაც თითქმის განუწყვეტელი სამოქალაქო ომი გამოიწვია. მუდმივი კონფლიქტების შედეგად 2011 წელს ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო.

2003-2004 წლებში მთავრობასა და სამხრეთ სუდანს შორის მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, შეტაკებები კვლავ გრძელდებოდა. 2005 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამხრეთი სუდანი მიიღებდა ავტონომიას 6 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყდებოდა რეფერნდუმზე, ხოლო ნავთობის შემოსავლებს ამ პერიოდის განმავლობაში თანამბრად გაიყოფდა ორივე მხარე. 2005 წლის ივლისში აჯანყებულთა ლიდერი ჯონ გარანგი სუდანის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს[18]. პარლამენტში და მთავრობაში ადგილები განაწილდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის წარმომადგენლებს შორის, როგორც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

სამთავრობო მილიცია დარფურში.

სამხრეთ სუდანის გარდა, რომელიც დამოუკიდებელი გახდა 2011 წლის 9 ივლისს, ცენტრალური ხელისუფლების ისლამიზაციისა და არაბიზაციის პოლიტიკამ გამოიწვია სეპარატისტული მოძრაობების აღმასვლა სხვა, ისტორიულად და ეთნიკურად განსხვავებულ რეგიონებში, დარფურში და კორდოფანში. დარფურში დაპირისპირება 2003 წელს გადაიზარდა ფართომასშტაბიან კონფლიქტში.

2010 წელს სუდანში გაიმართა არჩევნები, რომლის შედეგად ეროვნულმა კონგრესმა და ომარ ალ-ბაშირმა შეინარჩუნეს ხელისუფლება. 2011 წლის 9-15 იანვარს გაიმართა სამხრეთ სუდანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომლის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობამ (98,83 %) მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობას. 9 ივლისს გამოცხადდა სამხრეთი სუდანის დამოუკიდებლობა. სუდანი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა მსოფლიოს ახალი 194-ე ქვეყანა. 11 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ სუდანში სამშვიდობო მისიის დასრულების შესახებ განაცხადა.

2011 წლის მაისში ჯერ კიდევ ერთიანი ქვეყნის არსებობს პერიოდში დაიწყო კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანში, რომელიც სუდანისა და სამხრეთ სუდანის ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

გეოგრაფია

ჯებელ ბარკალის მთა ნუბიაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
სუდანის სატელიტური სურათი

სუდანი მოთავსებულია აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში და გააჩნია 853 კმ (530 მილის) სიგრძის სანაპირო ზოლი, რომლითაც წითელ ზღვას ესაზღვრება.[19] ზღვის გარდა იგი ესაზღვრება 7 სახელმწიფოს: ეგვიპტეს, ერიტრეას, ეთიოპიას, სამხრეთ სუდანს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, ჩადს და ლიბიას. ქვეყნის ფართობი შეადგენს 1 886 068 კვადრატულ კილომეტრს (728 215 კვადრატულ მილს) და, ამ მხრივ, წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის მესამე ყველაზე უფრო დიდ ქვეყანას (ალჟირისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ)[20]. სუდანი მოთავსებულია ჩრდილოეთის განედის 8° და 23° გრადუსებს შორის.

ტერიტორია ძირითადად ბრტყელი ველებითაა წარმოდგენილი, რომლებიც დასერილია რამდენიმე ქედით; დასავლეთით — დერიბა კალდერას პიკი (3042 მ ანუ 9980 ფუტი), რომელიც მოთავსებულია მარას მთიანეთში, წარმოადგენს სუდანის ყველაზე უფრო მაღალ წერტილს; აღმოსავლეთით მოთავსებულია წითელი ზღვის ბორცვები.[21]

ლურჯი და თეთრი ნილოსი ერთმანეთს ხვდებიან ხართუმში, რათა შექმნან მდინარე ნილოსი, რომელიც მიედინება ჩრდილოეთისაკენ ეგვიპტის გავლით და ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში. ლურჯი ნილოსის გზა სუდანის ფარგლებში დაახლოებით 800 კილომეტრს (497 მილს) შეადგენს და მას უერთდება მდინარეები დინდერი და რაჰადი სენარსა და ხართუმს შორის. თეთრ ნილოსს სუდანის ფარგლებში არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობანი შენაკადები.

ქვეყანაში ნალექების სიდიდე (წვიმის სახით) იზრდება სამხრეთის მიმართულებით. ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს უკიდურესად მშრალი უდაბნო ადგილები, როგორიცაა ნუბიის უდაბმნო ჩრდილო-აღმოსავლეთში და ბაიუდას უდაბნო აღმოსავლეთში; სამხრეთში მდებარეობს ჭაობები და წვიმიანი ტყე. წვიმების სეზონი დაახლოებით სამ თვეს გრძელდება (ივლისიდან სექტემბრამდე) ჩრდილოეთში და ექვს თვემდე (ივნისიდან ნოემბრამდე) სამხრეთში. მშრალ რეგიონებს აზიანებს ხოლმე ქვიშის ქარიშხლები, რომლებიც ცნობილია ჰაბუბის სახელით და რომელსაც შეუძლია სრულიად დაფაროს მზის შუქი. ჩრდილოეთის და დასავლეთის ნახევრადუდაბნო არეებში მოსახლეობა იშვიათ წვიმებს იყენებს ძირითადი აგრიკულტურული საჭიროებებისათვის და მათი დიდი ნაწილი მომთაბარეა, თავიანთი ცხვრის და აქლემის ფარებით მოგზაურობენ ქვეყნის შიგნით. მდინარე ნილოსთან უფრო ახლოს ბევრი კარგად მორწყული ფერმებიც გვხვდება, რომლებშიც მარცვლეული მოჰყავთ.[22] მზით განათებული პერიოდის ხანგრძლივობა ძალიან მაღალია ქვეყნის მთელ ტერიტორიებში, მაგრამ ეს განსაკუთრებით საგრძნობია უდაბნოებში, სადაც მზე შეიძლება წელიწადში 4000 საათს აცხუნებდეს.

თეთრ და ცისფერ ნილოსზე რამდენიმე კაშხალია აგებული, მათ შორისაა სენნარისა და როსეირესის კაშხლები ცისფერ ნილოსზე და ჯებელ აულიას კაშხალი თეთრ ნილოსზე. სუდან-ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს ნასერის წყალსაცავი.

სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია აზბესტი, ქრომიტი, კობალტი, სპილენძი, ოქრო, გრანიტი, თაბაშირი, რკინა, კაოლინიტი, ტყვია, მანგანუმი, ბუნებრივი აირი, ნიკელი, ნავთობი, ვერცხლი, კალა, ურანი და თუთია.[23]

გაუდაბნოება მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა სუდანისათვის.[24] შეშფოთებას იწვევს, ასევე, ნიადაგის ეროზია. სოფლის მეურნეობის გაფართოებისათვის, როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ გაწეულმა ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო. ეკოლოგიურ პრობლემებს შორისაა ტყის ჩეხვა და წყლის საფარის შემცირებაც.[25]

ქვეყნის ველურ ბუნებას საფრთხეს უქმნის ნადირობა. 2001 წლის მდგობარეობით, ძუძუმწოვრების ოცდაერთი სახეობა და ფრინველების ცხრა სახეობა იმყოფებოდა საფრთხის ქვეშ, ისევე როგორც მცენარეთა ორი სახეობა. საფრთხეს დაქვემდებარებულ სახეობებს შორის შედიოდნენ: ჩრდილოეთის მელოტი იბისი, ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა, ანტილოპა ალცელაფუსი, ვიწრორქიანი გაზელი, და ქორისნისკარტა ზღვის კუ. საჰარული ორიქსი აქაურ ველურ ფლორაში საერთოდ ამოწყდა.[26]

სახელმწიფო და პოლიტიკა

თავდაცვა

სუდანის საჰაერო ძალების Hongdu JL-8-ები

სუდანის სახალხო შეიარაღბული ძალები წარმოადგენს სუდანის რეგულარულ ძალებს, რომელიც ხუთ ნაწილად იყოფა: სუდანის არმია, სუდანის საზღაო ძალები, სუდანის საჰაერო ძალები, სასაზღვრისა და შინაგან საქმეთა დაცვის შეიარაღებული ძალები. ჯამში, სუდანის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, დაახლოებით 200 000 ჯარისკაცია. ადგილობრივი მძიმე და მოწინავე შეიარაღების წარმოების განვითარებით, სუდანის არმია კარგად აღჭურვილ საბრძოლო ძალად იქცა. შეიარაღებული ძალების ხუთივე განშტოება ეროვნული ასამბლეის მორჩილების ქვეშაა და მათ ძირითად მიზანს, სახელმწიფოს საზღვრების დაცვა და საშინაო უსაფრთხოების შენარჩუნების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

2004 წლის დარფურის კრიზისის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების უსაფრთხოების დაცვა ისეთი გასამხედროებული, აჯანყებული, შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგობისგან, როგორიც სამართლიანობისა და თანასწორობის მოძრაობა, სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი და სუდანის განმათავისუფლებელი არმიებია, სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. არაოფიციალურად, სუდანის შეიარაღებული ძალები ასევე ნომადურ მილიციასაც იყენებენ, მათ შორის აჯანყებულებთან ბრძოლაში ყველაზე გამოჩენილი ჯანჯაუედის ძალები იყო.[27] სასტიკ შეტაკებებში, დაახლოებით 200 000-დან[28] 400 000-მდე[29][30] ადამიანი დაიღუპა.

დემოგრაფია

2008 წლის აღწერით, სუდანის ჩრდილოეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილის მოსახლეობა ერთად 30 მილიონს შეადგენდა.[31] სამხრეთ სუდანის გამოყოფის შემდეგ, ხსენებული აღწერის გათვალისწინებით, დღევანდელი სუდანის მოსახლეობა შეიძლება შევაფასოთ, როგორც 30 მილიონზე ოდნავ მეტი. წინა ორ დეკადაში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა, შედარებისათვის, 1983 წლის აღწერით სუდანის მთელი მოსახლეობა, დღევანდელი სამხრეთ სუდანის ჩათვლით, 21,6 მილიონს შეადგენდა.[32] ქვეყნის მთავარი მეტროპოლისის, ხართუმის მოსახლეობა (აქ შედის საკუთრივ ხართუმი, ომდურმანი და ხართუმის ჩრდილოეთი სატელიტები) სწრაფად იზრდება და აღწერის დროს შეადგენდა 5,2 მილიონს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნიდან დღესდღეობით გარბიან თავიანთი ლტოლვილები, სუდანი სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილთა ნაწილს თავისთანაც იფარებს. „2008 წლის ლტოლვილთა მსოფლიო მიმოხილვის“ თანახმად, რომელიც გამოქვეყნებული იქნა ლტოლვილთა და იმიგრანტთა აშშ კომიტეტის მიერ, 2007 წელს სუდანში ცხოვრობდა 310 500 ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი. ამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოვიდა ერითრეიდან (240 400 პირი), ჩადიდან (45 000), ეთიოპიიდან (49 300) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან (2500).[33] სუდანის მთავრობამ 2007 წელს ძალის გამოყენების მოახდინა, სულ მცირე, 1.500 ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებლის დეპორტირება. სუდანი წარმოადგენს 1951 წ. ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებული კონვენციის მხარეს.[33]

ეთნიკური ჯგუფები

სუდანელი არაბების ეთნოსი 2008 წლის შეფასებით სუდანის მოსახლეობის 70 %-ს შეადგენს.[11] სხვა ეთნოსებს შორის აღსანიშნავია ნუბიელი ხალხის არაბიზებული ეთნიკური ჯგუფი, ზაგაუები და კოპტები.[34][35]

სუდანში 597 ჯგუფი ცხოვრობს, რომლებიც 400-ზე მეტი განსხვავებულ ენასა და დიალექტზე საუბრობს.[36] სუდანელი არაბები ჯერჯერობით ამ ქვეყნის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ. ისინი თითქმის ყველანი მუსულმანები არიან; მაშინ როდესაც მათი უმრავლესობა საუბრობს სუდანურ არაბულ დიალექტზე, ქვეყნის სხვა ზოგიერთი არაბული ტომები საუბრობს სხვა არაბულ დიალექტებზეც, მაგალითად: აუადიას და ფადნიას ტომები და ბანი არაქის ტომები, რომლებიც საუბრობენ ნაჯდი არაბულად; რუფა'ას, ბანი ჰასანის, ალ-აშრაფის, ქინანას და რაშაიდას ტომები, რომლებიც საუბრობენ ჰეჯაზი არაბულად. დამატებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სხვა ეთნიკური ჯგუფებიცაა გავრცელებული, მაშინ როცა ჩრდილოეთი ნაწილის, რიზეიგატის რამდენიმე არაბული ბედუინური ტომი და სხვები, რომლებიც სუდანურ არაბულ დიალექტზე საუბრობენ, იზიარებენ ამავე სუდანური არაბებისათვის დამახასიათებელ კულტურას.

ენები

არაბულად მოლაპარაკე რაშაიდები მოვიდნენ სუდანში არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაახლოებით 170 წლის წინ

სუდანის სხვადასხვა აბორიგენული ჯგუფებისთვის დაახლოებით 70 ენაა მშობლიური.[37]

სუდანური არაბული არის ქვეყნის ყველაზე უფრო გავრცელებული ენა. იგი წარმოადგენს სახესხვაობას (დიალექტს) არაბული ენისა, რომელიც, თავის მხრივ, მიეკუთვნება სემიტურ ენათა ოჯახის აფრო-აზიურ შტოს. დიალექტმა ლექსიკონის ნაწილი ისესხა ადგილობრივი ნილო-საჰარული ენებისაგან: ნუბიური ენისაგან (ნობიინი), ფურის ენისაგან, ზაგაუას ენისაგან. ამან მოგვცა შედეგად არაბულის იმგვარი სახესხვაობა, რომელიც უნიკალურია სუდანისათვის და ნილოსური, არაბული და დასავლური კულტურების ისტორიული ურთიერთქმედების შედეგია. სუდანის ზოგიერთ მომთაბარე ტომს საუდის არაბეთის მსგავსი არაბული აქცენტი გააჩნია. კიდევ სხვა მნიშვნელოვან ენებს შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ ბეჯა (იგივე ბედაუი), რომელიც გავრცელებულია წითელი ზღვის გასწვრივ. იგი წარმოადგენს აფრო-აზიურ ენათა ოჯახის კუშიტური ენების) შტოს ერთადერთ ენას, რომელიც დღეს ამ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

სამხრეთ სუდანში კი დღეს ასევე ისმის რამდენიმე ნილო-საჰარული ენა. ფურის ენაზე მოსაუბრენი ცხოვრობენ დასავლეთში (დარფურში) და შესაძლოა მათი რიცხვი მილიონს აღწევდეს. სწორედ ასევე, ჩრდილოეთში გავრცელებულია რამდენიმე ნუბიური ენა, რომლებზეც საუბრობს 6 მილიონზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ლინგვისტურად ყველაზე ჭრელი რეგიონი არის ნუბას ბორცვები კორდოფანში, რომლებიც დასახლებულია ენათა რამდენიმე ოჯახზე მოსაუბრე მოსახლეობით. დარფურის და სხვა სასაზღვრო რეგიონები მეორე ადგილზეა ლინგვისტური მრავალფეროვნების მხრივ.

რელიგია

მინარეთი სუდანის პორტში

2011 წელს დაყოფის შემდეგ, რომელმაც ცალკე მოხლიჩა სამხრეთ სუდანი, სუდანში დარჩენილი მოსახლეობის 97 % მისდევს ისლამს.[38] მუსლიმები ორ ჯგუფად იყოფა: სუფიებად და სალაფიებად (ანსარ ალ სუნა). ორი პოპულარული ჯგუფი, ანსარები და ხათმია ასოცირდება, შესაბამისად, ოპოზიციურ პარტია უმასთან და დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიასთან.

ხართუმში და ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის სხვა ქალაქებში ცხოვრობენ კოპტი მართლმადიდებლებისა და ბერძენი მართლმადიდებლების ძირძველი ქრისტიანული ჯგუფები. ხართუმსა და აღმოსავლეთ სუდანში აგრეთვე გვხვდებიან ეთიოპი და ერითრეელი ქრისტიანული თემები, რომლებიც ძირითადად ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში შემოსახლდნენ, როგორც ლტოლვილები და მიგრანტები. დასავლურ ქრისტიანობასთან აფილირებული ყველაზე დიდი ჯგუფებია რომის კათოლიკე და ანგლიკანური ეკლესიის ქრისტიანები. სხვა, უფრო მცირერიცხოვან ქრისტიანულ ჯგუფებს შორის აღსანიშნავია აფრიკის საკუთარი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, სუდანის ქრისტეს ეკლესიის, სუდანის შიდა ეკლესიის, იეჰოვას მოწმეების, სუდანის აღდგომის ეკლესიის და სუდანის ევანგელიკური პრესვიტერიული ეკლესიის (ჩრდილოეთში) მრევლი. სამთავრობო აქციები ნუბას ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც მინერალებით მდიდარი ნუბას მთების ტრადიციულ მცხოვრებთ წარმოადგენენ, ჩათვლილი იქნა ეთნიკურ წმენდად.[39]

ლიტერატურა

სქოლიო

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Population of capital cities and cities of 100 000 or more inhabitants: latest available year, 1990–2009. Demographic Yearbook 2009 – 2010 გვ. 288–289. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 12 May 2012. (Table 8)
  2. Sudan: States, Major Cities, Towns & Agglomeration – Statistics & Maps on City Population. City Population (2011). ციტირების თარიღი: 12 May 2012.
  3. Rayah, Mubarak B. (1978). Sudan civilization. Democratic Republic of the Sudan, Ministry of Culture and Information, გვ. 64. 
  4. Republic of the Sudan Bureau of Statistics. cbs.gov.sd (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  5. „Discontent over Sudan census“. News24. Cape Town. AFP. 21 May 2009. ციტირების თარიღი: 8 July 2011.
  6. 6.0 6.1 Sudan. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  7. 7.0 7.1 Sudan. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  8. Gini Index. World Bank. ციტირების თარიღი: 2 March 2011.
  9. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  10. Sudan. Oxford English Dictionary (1989). ციტირების თარიღი: 9 July 2011.
  11. 11.0 11.1 11.2 The World Factbook: Sudan. U.S. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2019. ციტირების თარიღი: 10 July 2011.
  12. Collins, Robert O. (2008). A History of Modern Sudan. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-85820-5.
  13. Davison, Roderic H. (1960). „Where is the Middle East?“. Foreign Affairs. 38 (4): 665–675. doi:10.2307/20029452.
  14. Keita, S.O.Y. (1993). „Studies and Comments on Ancient Egyptian Biological Relationships“. History in Africa. 20: 129–54. doi:10.2307/3171969. JSTOR 317196.
  15. http://www.wto.org/english/thewto_e/whatis_e/tif_e/org6_e.htm
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-31. ციტირების თარიღი: 2015-01-15.
  17. International Association for the History of Religions (1959), Numen, Leiden: EJ Brill, p. 131.
  18. Лидер суданских повстанцев стал вице-президентом — „Лента.ру“
  19. Sudan geography. Institute for Security Studies (12 January 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2011.
  20. [1]
  21. Sudan. Country Studies (n.d.). ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  22. Sudan — Geography & Environment. Oxfam GB (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 January 2011.
  23. Geography of Sudan. Sudan Embassy in London (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2005.
  24. Desertification & Desert Cultivation Studies Institute. University of Khartoum (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 31 May 2013.
  25. Soil conservation and land reclamation in the Sudan. United Nations University (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 26 June 2010.
  26. თარგი:Verify credibility Sudan — Environment. Encyclopedia of the Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 13 January 2011.
  27. Sudan: National Security. Mongabay (n.d.). ციტირების თარიღი: 14 January 2011.
  28. „Q&A: Sudan's Darfur Conflict“. BBC News. 23 February 2010. ციტირების თარიღი: 13 January 2011.
  29. „Darfur Peace Talks To Resume in Abuja on Tuesday: AU“. People's Daily. Beijing. Xinhua. 28 November 2005. ციტირების თარიღი: 14 January 2011.
  30. „Hundreds Killed in Attacks in Eastern Chad — U.N. Agency Says Sudanese Militia Destroyed Villages“. The Washington Post. Associated Press. 11 April 2007. ციტირების თარიღი: 14 January 2011.
  31. Heavens, Andrew (21 May 2009). „Southerners dismiss Sudan pre-poll census count“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 28 May 2013.
  32. Sudan – Population. Library of Congress Country Studies.
  33. 33.0 33.1 „World Refugee Survey 2008“. U. S. Committee for Refugees and Immigrants. 19 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2015.
  34. World Directory of Minorities and Indigenous Peoples – Sudan: Copts. Minority Rights Group International (2008). ციტირების თარიღი: 21 December 2010.
  35. Copts migration. Sudanupdate.org.
  36. Bechtold, Peter R. (1991). „More Turbulence in Sudan“, რედ. Voll, John: Sudan: State and Society in Crisis. Boulder, CA: Westview Press, გვ. 1. 
  37. Gordon, Raymond G., Jr. (ed.), 2009. Ethnologue: Languages of the World, 16th ed. Dallas: SIL International. Online version: "Languages of Sudan"
  38. Sudan Overview. UNDP Sudan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 20 June 2012.
  39. content.time.com