ჯონ გერანგი სალვა კიირი დომინიკ დიმ დენგი რიეკ მაჩარი
1.9 მილიონი მკვდარი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა.
სუდანის მეორე სამოქალაქო ომი — სამხედრო კონფლიქტი სუდანში, 1983 წლიდან 2005 წლამდე. თავისი ჰუმანიტარული შედეგებით ეს იყო ყველაზე ტრაგიკული კონფლიქტი XX საუკუნის მეორე ნახევარში. 2001 წლის ცნობებით 2 მილიონი ადამიანი გახდა ომით გამოწვეული სისხლისღვრისა და დაავადებების მსხვერპლი, ხოლო 4 მილიონი - ლტოლვილი.[1].
სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა არაბებს (ჩრდილოეთით) და სსგმ-ს შორის (სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა; სამხრეთით). კონფლიქტი დაიწყო ნიმეირის მთავრობის ისლამიზაციის პოლიტიკის გამო და 2005 წელს ნაივაშის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.