ტაბასკოს შტატი
დროშა |
გერბი |
ქვეყანა | მექსიკა |
დედაქალაქი: | ვილიაერმოსა |
მუნიციპალიტეტი | 17 |
შექმნის თარიღი | 7 თებერვალი 1824 |
გუბერნატორი | ანდრეს რაფაელ გრანიერ მელო |
ფართობი | 25 267 კმ² |
მოსახლეობა (2005) | 1 989 969 |
დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
ტაბასკო — შტატი მექსიკაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტეუანტეპეკის ყელზე. მოსაზღვრე შტატებია: დასავლეთით – ვერაკრუსი, სამხრეთით – ჩიაპასი, ჩრდილო-აღმოსავლეთით – კამპეჩე. ჩრდილოეთით გასასვლელი აქვს მექსიკის ყურეში. აღმოსავლეთით მას ასევე ესაზღვრება გვატემალა.
შტატის დედაქალაქია ვილიაერმოსა. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: კარდენასი, კომალკალკო, ტენოსიკე.
ძვ. წ. 800 წელს, ტაბასკოს ტერიტორიაზე სახლობდნენ ოლმეკების ხალხი, რომელთა დაღმასვლის შემდეგაც, ახ. წ. IX საუკუნეში აქ გამოჩნდა მაიას ცივილიზაცია.
რესურსები ინტერნეტში
- (ესპანური) ოფიციალური საიტი
- (ესპანური) Tabasco State Web Directory დაარქივებული 2010-11-23 საიტზე Wayback Machine.
|