ტრარალგონი (ინგლ.Traralgon) — ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 23 834 ადამიანს[1]. ტრარალგონი 161 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს. ქალაქი დაარსდა 1840 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო.