ჰორშემი (ინგლ.Horsham) — ქალაქიავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში, ზღვის დონიდან საშუალოდ 128 მეტრზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 14 285 ადამიანს[1]. ჰორშემი შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 303 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ადელაიდიდან 427 კილომეტრით. ქალაქში ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 446.4 მმ-ს.