უადაის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
უადაის რეგიონი ფრანგ. Ouaddaï არაბ. منطقة وداي | |
ქვეყანა | ჩადი |
ადმ. ცენტრი | აბეშე |
შიდა დაყოფა | Abdi, Assoungha Department და Ouara Department |
კოორდინატები | 13°49′48″ ჩ. გ. 20°49′58″ ა. გ. / 13.83000° ჩ. გ. 20.83278° ა. გ. |
ფართობი | 30 000 კმ² |
მოსახლეობა | 731 679 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 24,39 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
უადაის რეგიონი (ფრანგ. Ouaddaï, არაბ. منطقة وداي) — ჩადის რეგიონი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი აბეშე. ფართობი — 30 000 კმ², მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 731 679 ადამიანს.[1][2][3][4]
გეოგრაფია
უადაის რეგიონი მდებარეობს ჩადის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით რეგიონს ესაზღვრება უადი-ფირის რეგიონი, დასავლეთით ბათის რეგიონი, სამხრეთით სილის რეგიონი. აღმოსავლეთით რეგიონზე გადის სახელმწიფო საზღვარი ჩადსა და სუდანის დარფურის რეგიონს შორის.
ბუნებრივ-კლიმატური თვალსაზრისით უადაის რეგიონი მდებარეობს საჰელის ზონაში.
მოსახლეობა
უადაის რეგიონში ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფებია მაბა, ზაგავა და ჩადის არაბები. გაბატონებული რელიგია — ისლამი. 2003 წელს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მეზობელი სუდანის დარფურის რეგიონიდან ჩადის უადაის რეგიონში შემოვიდა და დევნილთა ბანაკებში დასახლდა რამდენიმე ასეული ათასი სუდანელი ზაგავას, ფორის და მასალიტის ტომის ხალხი.
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით უადაის რეგიონი იყოფა 3 დეპარტამენტად — აბდი (შედგება 3 ქვეპრეფექტურისაგან), ასუნგა (6 ქვეპრეფექტურისაგან), უარა (7 ქვეპრეფექტურისაგან).
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (Census-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-01. ციტირების თარიღი: 2017-03-04.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (geohive-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-16. ციტირების თარიღი: 2017-03-04.
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation-2009)
- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (statoids-2009)
|