ულებ-ის ევროთასი
ულებ-ის ევროთასი დაარსდა 1967 წელს პოლონური სპორტული გაზეთის „პშეგლონდ სპორტივის“ წინადადებით, როგორც ევროპის ქვეყნების თასის მფლობელთა თასი. ასეთი სახელით ტურნირი ტარდებოდა 1991 წლამდე. 1991-1997 წლებში ტურნირს ეწოდა ევროპის თასი, 1998-2001 წლებში - საპორტას თასი, 2002-2007 წლებში - ულების თასი და 2008 წლიდან ულების ევროთასი.
ამ ტურნირში ორჯერ მონაწილეობდა თბილისის „დინამო“. 1968/1969 წლების სეზონში დინამოელებმა მეოთხედფინალში მოუგეს სოფიის „ლევსკის“ (88-83 და 58-54), ნახევარფინალში - ათენის „პანათინაიკოსს“ (67-81 და 103-71) და ფინალში დამრაცხდნენ პრაღის „სალვიასთან“ (74-80).
1969/1970 წლების სეზონში თბილისელებმა მეოთხედფინალში დაამარცხეს ვარშავის „პოლონია“ (82-77 და 92-82), ხოლო ნახევარფინალში თვად დამარცხდნენ ნეაპოლის „ფიდესთან“ (69-86 და 83-88).
გამარჯვებულები და ფინალისტები
წელი | ჩატარების
ადგილი |
გამარჯვებული | ფინალისტი | შედეგი |
---|---|---|---|---|
1967 | ვარეზე, თელ-ავივი“ | „ინისი“ ვარეზე, იტალია | „მაკაბი“ თელ-ავივი, ისრაელი | 77 - 67, 67 - 68 |
1968 | ათენი | აეკ ათენი, საბერძნეთი | „სლავია“ პრაღა, ჩეხოსლოვაკია,ჩეხეთი | 89 - 82 |
1969 | ვენა | „სლავია“ პრაღა, ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი | „დინამო“ თბილისი, სსრკ , საქართველო | 80 - 74 |
1970 | ვიში,ნეაპოლი | „ფიდესი“ ნეაპოლი, იტალია | „ჟანა დ’არკი“ ვიში, საფრანგეთი | 60 - 64, 87 - 65 |
1971 | ლენინგრადი, მილანი, | „სიმენტალი“ მილანი, იტალია | „სპარტაკი“ ლენინგრადი, სსრკ, რუსეთი | 56 - 66, 71 - 52 |
1972 | სალონიკი | „ოლიმპია“ მილანი, იტალია | „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი, იუგოსლავია, სერბეთი | 74 - 70 |
1973 | სალონიკი | „სპარტაკი“ ლენინგრადი, სსრკ, რუსეთი | „იუგოპლასტიკა“სპლიტი , იუგოსლავია, ხორვატია | 77 - 62 |
1974 | უდინეზე | „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი, იუგოსლავია,სერბეთი | „სპარტაკი“ ბრნო, ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი | 86 - 75 |
1975 | ნანტი | „სპარტაკი“ ლენინგრადი, სსრკ, რუსეთი | „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი, იუგოსლავია, სერბეთი | 63 - 62 |
1976 | ტურინი | „ოლიმპია“ მილანი, იტალია | ასპო ტური, საფრანგეთი | 88 - 83 |
1977 | პალმა დე მალიორკა | „ბირა ფოტსტი“ კანტუ, იტალია | „რადნიჩკი“ ბელგრადი, იუგოსლავია,სერბეთი | 87 - 86 |
1978 | მილანი | „გაბეტი“ კანტუ, იტალია | „ვირტუსი“ ბოლონია, იტალია | 84 - 82 |
1979 | პორეცი | „გაბეტი“ კანტუ, იტალია | „დენ ბოსხი“ჰერტოგენბოსხი, ნიდერლანდები | 83 - 73 |
1980 | მილანი | „ემერსონი“ ვარეზე, იტალია | „გაბეტი“ კანტუ, იტალია | 90 - 88 |
1981 | რომი | „ულტრარაპიდა“კანტუ, იტალია | „ბარსელონა“ ბარსელონა, ესპანეთი | 86 - 82 |
1982 | პორეცი | „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი, იუგოსლავია,სერბეთი | „რეალი“ მადრიდი, ესპანეთი | 96 - 95 |
1983 | პალმა დე მალიორკა | „სკავოლინი“ პესარო, იტალია | „ასველი“ ვილერბანი, საფრანგეთი | 111 - 99 |
1984 | ოსტენდე | „რეალი“ მადრიდი, ესპანეთი | „ოლიმპია“ მილანი, იტალია | 82 - 81 |
1985 | გრენობლი | „ბარსელონა“ ბარსელონა, ესპანეთი | „ჟალგირისი“ კაუნასი, სსრკ, ლიტვა | 77 - 73 |
1986 | კაზერტა | „ბარსელონა“ ბარსელონა, ესპანეთი | „სკავოლინი“ პესარო, იტალია | 101 - 86 |
1987 | ნოვი სადი | „ცრვენა ზვეზდა“ ბელგრადი, იუგოსლავია, სერბეთი | „სკავოლინი“ პესარო, იტალია | 89 - 74 |
1988 | გრენობლი | „ლიმოჟი“ ლიმოჟი, საფრანგეთი | „ხუვენტუდი“ ბადალონა, ესპანეთი | 96 - 89 |
1989 | ათენი | „რეალი“ მადრიდი, ესპანეთი | „იუვენტუსი“ კაზერტა, იტალია | 117 - 113 |
1990 | ფლორენცია | „ვირტუსი“ ბოლონია, იტალია | „რეალი“ მადრიდი, ესპანეთი | 79 - 74 |
1991 | ჟენევა | პაოკ ათენი, საბერძნეთი | კაი სარაგოსა, ესპანეთი | 76 - 72 |
1992 | ნანტი | „რეალი“ მადრიდი, ესპანეთი | პაოკ ათენი, საბერძნეთი | 65 - 63 |
1993 | ტორინო | „არისი“ სალონიკი, საბერძნეთი | „ეფეს-პილზენი“ სტამბოლი, თურქეთი | 50 - 48 |
1994 | ლოზანა | „ოლიმპია“ ლუბლიანა, სლოვენია | ტაუ ვიტორია, ესპანეთი | 91 - 81 |
1995 | სტამბოლი | „ბენეტონი“ ტრევიზო, იტალია | ტაუ ვიტორია, ესპანეთი | 94 - 86 |
1996 | ვიტორია | ტაუ ვიტორია, ესპანეთი | პაოკ ათენი, საბერძნეთი | 88 - 81 |
1997 | ნიქოზია | „რეალი“ მადრიდი, ესპანეთი | „რიელო“ ვერონა, იტალია | 78 - 64 |
1998 | ბელგრადი | „ჟალგირისი“ კაუნასი, ლიეტუვა | „ოლიმპია“ მილანი, იტალია | 82 - 67 |
1999 | სარაგოსა | „ბენეტონი“ ტრევიზო, იტალია | „პამესა“ ვალენსია, ესპანეთი | 64 - 60 |
2000 | ლოზანა | აეკ ათენი, საბერძნეთი | „კინდერი“ ბოლონია, იტალია | 83 - 76 |
2001 | ვარშავა | „მარუსი“ ათენი, საბერძნეთი | „ელანი“ შალონი, საფრანგეთი | 74 - 72 |
2002 | ვალენსია | „მონტე პასკი“ სიენა, იტალია | „პამესა“ ვალენსია, ესპანეთი | 81 - 71 |
2003 | ვალენსია, ნოვო მესტო | „პამესა“ ვალენსია, ესპანეთი | კრკა ნოვო მესტო, სლოვენია | 90 - 78, 78 - 76 |
2004 | შარლერუა | „ჰაპოელი“ იერუსალიმი, ისრაელი | „რეალი“ მადრიდი, ესპანეთი | 83 - 72 |
2005 | შარლერუა | „ლიტუვას რიტასი“ ვილნიუსი, ლიეტუვა | „მაკედონიკსი“ კოზანი, საბერძნეთი | 78 - 74 |
2006 | შარლერუა | „დინამო“ მოსკოვი, რუსეთი | „არისი“ სალონიკი, საბერძნეთი | 73 - 60 |
2007 | შარლერუა | „რეალი“ მადრიდი , ესპანეთი | „ლიტუვას რიტასი“ ვილნიუსი, ლიეტუვა | 87 - 75 |
2008 | ტურინი | „ხუვენტუდი“ ბადალონა, ესპანეთი | „ბკ ჟირონა“ ჟირონა“, ესპანეთი | 79 - 54 |
2009 | ტურინი | „ლიტუვას რიტასი“ ვილნიუსი, ლიეტუვა | „ხიმიკი“ მოსკოვი, რუსეთი | 80 - 74 |
2010 | ვიტორია | „პამესა“ ვალესნია, ესპანეთი | „ალბa ბერლინი, გერმანია | 67 - 44 |
2011 | ტრევიზო | უნიქს ყაზანი, რუსეთი | „კახასოლი სევილია, ესპანეთი | 92 - 77 |
2012 | ხიმკი,მოსკოვის ოლქი | „ხიმკი“ მოსკოვის ოლქი, ესპანეთი | „პამესა“ ვალენსია, ესპანეთი | 77 - 68 |
- შენიშვნა გუნდებზე, რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ. ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი)
- პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას, რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას, რომელსაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს.
ლიტერატურა
- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982