ფილადელფიის მერია
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ed/Philadelphia-CityHall-2006.jpg/220px-Philadelphia-CityHall-2006.jpg)
ფილადელფიის მერია — ქალაქ ფილადელფიის, პენსილვანია, მთავრობის რეზიდენცია. 167 მ სიმაღლით, ქანდაკების ჩათვლით, ეს არის მსოფლიოში სიმაღლით მეორე ქვის წყობით ნაგები შენობა და მხოლოდ 0,49 მეტრით ჩამორჩება ტურინის მოლე-ანტონელიანას. შენობის წონის მნიშვნელოვანი წილი მოდის 6,7 მ სისქის გრანიტისა და აგურის კედლებზე, ლითონის კარკასის ნაცვლად; ფასადის მოპირკეთების ძირითადი მასალაა კირქვა, გრანიტი და მარმარილო.
შენობა უმაღლესი საცხოვრებლად ვარგისი ნაგებობა იყო მსოფლიოში 1901-08 წლებში და უმაღლესი პენსილვანიაში 1932 წლამდე, როდესაც მას გალფ-ტაუერმა გაუსწრო. ფილადელფიაში ის შემდეგაც რჩებოდა უმაღლეს ნაგებობად, სანამ "One Liberty Place" (1984-87) დაარღვევდა არაფორმალურ "ჯენტლმენურ გარიგებას", რომელიც ქალაქში შენობების სიმაღლეს საზღვრავდა. ამჟამად ის პენსილვანიაში სიმაღლით მე-15-ეა.
რესურსები ინტერნეტში
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)