ღნავი, მყავი[1] (ლათ.Dryomys nitedula) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 9–10 სმ აღწევს. ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, ვენახებში, ზოგჯერ ეზოებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2300 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხეზე, სოროებში, ხის ფუღუროში. შობს 3–9 თვალაუხილავ ნაშიერს. იკვებება კენკროვნებით, ხილით, წაბლით, თხილით, ნორჩი ყლორტებით. გვიან შემოდგომაზე ზამთრის ძილს ეძლევა. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა კავკასიური ღნავი და ტიხომირევისეული ღნავი.