ძილგუდასებრნი
ძილგუდასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სავანის ძილგუდა (Graphiurus murinus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Gliridae (Muirhead, 1819) | ||||||||||||
|
ძილგუდასებრნი (ლათ. Gliridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა (ზოგჯერ მათ ცალკე ქვერიგადაც გამოყოფენ). მათი სხეულის სიგრძეა 9–20 სმ. ზურგის მხარეს ცვილისფერ-მურა ან ნაცრისფერია. გავრცელებულნი არიან ევროპისა და აზიის ტყეებსა და ველებში, აფრიკის ტყეებსა და სავანებში, იაპონიაში.
უმრავლესობა მეხეური ცხოველია, ბინადრობს ფუღუროებში და ბუდეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. ძილგუდასებრნი აქტიური არიან ღამით, იკვებებიან მცენარეეთა ნაყოფით და თესლით. ზამთრობით ეძლევიან ძილქუშს. ოჯახში გაერთიანებულია 9 გვარი.[1] საქართველოში გვხვდება 2 გვარის 2 სახეობა (ძილგუდა და ღნავი). ძილგუდასებრნი ზოგან ზიანს აყენებენ ბაღის კულტურებს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 274.
სქოლიო
- ↑ ძილგუდასებრნი (TSN 951282). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.