ღორისებრნი (ლათ.Suidae) — არამცოხნელიძუძუმწოვრებისოჯახიწყვილჩლიქოსნებისრიგისა. აერთიანებს 1 (ადრე 2 — პეკარებსაც) ქვეოჯახს: საკუთრივ ღორებს (5 თანამედროვე გვარი). საშუალო ტანის ცხოველები არიან. მათი გრძელი დინგი ბოლოვდება ხრტილოვანი რგოლით, რომელზედაც იხსნება ნესტოები. აქვთ არახშირი ბალნით, უმეტესად ჯაგრით დაფარული სხეული, ბლაგვბორცვიანი ძირითადი კბილები, ბასრი და მოხრილი ეშვები, ოთხთითიანი კიდურები (არა აქვთ 1 თითი); გვერდითი (II და V) თითები ოდნავ ეხება მიწას. პოლიგამიური და ყოვლისმჭამელი ცხოველები არიან. ქმნიან კოლტებს. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. ბინადრობენ ტყეებსა და სანაპირო ბარდებში.
გვარები
ცნობილია შემდეგი თანამედროვე გვარები და სახეობები:[1]