სოფელში, გზასთან ახლოს, მთის კალთაზე არის გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე არის ქართული ლაპიდარული წარწერა.
სოფლის მახლობლად არის ნასოფლარი დემირ-სუ მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე, ბოლნის-ხაჩინის მხარეს, შემორჩენილია დარბაზული ტიპის ორი დაზიანებული საყდარი. მათგან ერთი 1641 წლით თარიღდება. ნასოფლარის ადგილზე ჩანს მარნები და ქვევრები. შეიმჩნევა არხის კვალიც.