ძეძვნარიანი
ძეძვნარიანი (ყოფ. არაქელი[2]) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში. აკაურთის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს შუა ხრამის მთისწინეთში, მდინარე გეტისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 710 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ბოლნისიდან დაშორებულია 14 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელ ძეძვნარიანის მოსახლეობა შეადგენს 411 ადამიანს.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2014[1] |
411 |
206 |
205
|
ლიტერატურა
სქოლიო