ჩანთოსანი კვერნა (ლათ.Dasyurus) — ძუძუმწოვარიცხოველებისგვარი მტაცებელი ჩანთოსნების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 75 სმ, კუდისა — 35 სმ, მასა 3 კგაღწევს. ზურგის მხარე რუხ-მოყვითალოდან მურა-შავ ფერში გადადის. აყრია თეთრი კოპლები. მუცლის მხარე თეთრი, რუხი ან ყვითელია. გავრცელებულია ავსტრალიაში, ახალ გვინეაში, ტასმანიაზე. მეტწილად ტყეში ცხოვრობენ. გვარში 4 სახეობაა. მათ შორის აღსანიშნავია კოპლებიანკუდა ჩანთოსანი კვერნა (ლათ.Dasyurus quoll) რომელიც 3 კვირის მაკეობის შემდეგ შობს 6-მდე ნაშიერს. ავსტრალიაში მისი რაოდენობა თანდათან მცირდება.