ჩვეულებრივი ყაპყაპი
ჩვეულებრივი ყაპყაპი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Coracias garrulus Linnaeus, 1758 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22682860 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობის არეალი მიგრაცია | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი ყაპყაპი ან უბრალოდ ყაპყაპი (ლათ. Coracias garrulus) — ფრინველი ყაპყაპისებრთა ოჯახისა. ბინადრობს მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს სხვადასხვა ქვეყნებში.
გამრავლება
ყაპყაპის ბუდე მეტად მარტივია, იგი საქონლის განავლით არის ხოლმე შელესილი. დებს 3-6 თეთრ კვერცხს, რომლებზეც კრუხად რიგრიგობით ორივე მშობელი ზის. ინკუბაცია 18-19 დღე-ღამე გრძელდება.
კვება
ყაპყაპი იკვებება სხვადასხვა მწერით, განსაკუთრებით მსხვილი ხოჭოებითა და სწორფრთიანებით: კალიით, კუტკალიით და სხვ., აგრეთვე მცირე ზომის ხერხემლიანებითაც — ამფიბიებით, ხვლიკებით, ხან კი თაგვებით. ასეთი საკვების გამო ყაპყაპი სასარგებლო ფრინველად ითვლება.
ლიტერატურა
გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი, მონადირის ცნობარი, თბ., 1969. — 36 გვ.
რესურსები ინტერნეტში
- რუსეთის ხერხემლიანი ცხოველები: ყაპყაპი დაარქივებული 2017-12-23 საიტზე Wayback Machine.