ცირცელი (გვარი)

ცირცელი

ჩვეულებრივი ცირცელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ცირცელი
ლათინური სახელი
Sorbus (L., 1753)
სინონიმები
  • Aucuparia Medik., 1789
  • Ariosorbus Koidz., 1934
  • Hahnia Medik., 1793 nom. illeg.
  • Micromeles Decne., 1874

ცირცელი (ლათ. Sorbus) — მერქნიან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. უმეტესად ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია.

100-მდე სახეობა (სხვა მონაცემებით გაცილებით ნაკლები) გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. საქართველოში 14 სახეობაა, მათ შორის 10 კავკასიის ენდემია, 2 — საქართველოსი; უმეტესობა ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში იზრდება, ზღვის დონიდან 1800-2500 -მდე, ზოგი — მთის შუა სარტყელის ტყეებშიც, ზღვის დონიდან 1700 მ-მდე, ყველა სახეობა დეკორატიულია. ცირცელი-ს, Sorbus domestica-ს და სხვათა ნაყოფს იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში; მათი მერქანი მძიმეა, მდგრადი, მაგარი და მკვრივი; იყენებენ სახარატო საქმეში და ავეჯის დასამზადებლად.

ლიტერატურა