ჰელსინკის მეტროპოლიტენი

ჰელსინკის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: ფინეთი ფინეთი
ქალაქი ჰელსინკის გერბი ჰელსინკი
გახსნის თარიღი 2 აგვისტო 1982 წ.
ხაზის სიგრძე 21,1 კმ.
სადგურთა რაოდენობა 17
ხაზთა რაოდენობა 1 (2)
მგზავრები დღეში 194 349 (2005 წლისთვის)
მგზავრები წელიწადში 56 მლნ. (2005 წლისთვის)
ხაზების სქემა
კულოსაარის სადგურში

ჰელსინკის მეტროპოლიტენი ან შემოკლებით ჰელსინკის მეტრო (ფინურად Helsingin metro, შვედურდ Helsingfors metro) — მეტროსისტემა ფინეთის ქალაქ ჰელსინკიში.

ესაა მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ამ ეტაპზე ფინეთში ერთადერთი მეტროპოლიტენი. 27-წლიანი დაგეგმარებისა და მშენებლობის შემდეგ მეტროს საჯაროდ გახსნა 1982 წლის 2 აგვისტოს მოხდა . მეტროს ჰელსინკის საქალაქო ტრანსპორტის უწყება მართავს (HKL). მეტროსისტემა 21,1 კილომეტრის სიგრძის ხაზს მოიცავს 17 სადგურით. ქსელი ქალაქის გარეუბნებს ცენტრთან აკავშირებს. სტატისტიკური მონაცემებით, მგზავრთა წლიური ნაკადი 50 მლნ-ს აჭარბებს.

სადგურები

  • 1971: «ჰერტონიემი» — დეპო «როიჰუპელტო» (სატესტო გზა)
  • 1 ივნისი 1982: «ჰაკანიემი» — «იტიაკესკუსი» (პიკის საათში)
  • 1 ივლისი 1982: «რაუტატიენტორი» — ჰაკანიემი (პიკის საათში)
  • 2 აგვისტო 1982: გახსნის ოფიციალური ცერემონია
  • 1 მარტი 1983: «კამპი» — ცენტრალური რკინიგზის სადგური
  • 1 სექტემბერი 1984: გაიხსნა სადგური «სიორნიაინენი»
  • 21 ოქტომბერი 1986: «იტიაკესკუსი» — «კონტულა»
  • 1 სექტემბერი 1989: «კონტულა» — «მელუნმიაკი»
  • 16 აგვისტო 1993: «რუოჰოლახტი» — «კამპი»
  • 1 მარტი 1995: გაიხსნა სადგური «კაისანიემი»
  • 31 აგვისტო 1998: «იტიაკესკუსი» — «ვუოსაარი»
  • 1 იანვარი 2007: ღია სადგური «კალასატამა»

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში