17 ოქტომბერი
<< | ოქტომბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 | |||
2024 |
17 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 290-ე დღე (ნაკიან წლებში – 291-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 75 დღე.
დღის მოვლენები
- ძვ. წ. 538 : სპარსეთის მეფე კიროსი ბაბილონს იღებს; 70 წლის განმავლობაში მონობაში მყოფ ებრაელებს ათავისუფლებს და ისტორიაში პირველ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას აკეთებს.
- 1244 : ფორბიის ბრძოლა - ხორეზმელებმა და ეგვიპტელებმა ჯვაროსნები დაამარცხეს.
- 1604 : კეპლერის ვარსკვლავი - გერმანელი ასტრონომი იაჰანეს კეპლერი აკვირდება განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავის გაჩენას ოფიუხუსის თანავარსკვლავედის არეში. ეს მოვლენა მიჩნეულია ჩვენს გალაქტიკაში ( ირმის ნახტომი) ზეახალი ვარსკვლავის ბოლო მოვლენად.
- 1777 : სარატოგას ბრძოლა - ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის ჯარები დაამარცხეს.
- 1781 : გენერალი ჩარლზ კორნუილისი ამერიკის რევოლუციურ არმიას დანებდა იორკტაუნთან, ვირჯინია.
- 1888 : თომას ედისონი აპატენტებს ოპტიკურ ფონოგრაფს (პირველი კინოფილმი).
- 1912 : ოსმალეთს ომი გამოუცხადეს ბულგარეთმა, საბერძნეთმა და სერბეთმა, რითაც შეუერთდნენ მონტენეგროს ბალკანეთის პირველ ომში.
- 1931 : ალ კაპონე დააპატიმრეს საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდების გამო.
- 1933 : ალბერტ აინშტაინი ნაცისტური გერმანიისგან აშშ-ს აფარებს თავს.
- 1945 : ზღვა ხალხი შეიკრიბა მაიოს მოედანზე ბუენოს-აირესში ხუან პერონის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ დღეს პერონის მომხრეები მოიხსენიებენ, როგორც სან-პერონს. ეს დღე პერიონიზმის დაბადების დღედ ითვლება.
- 1957 : ალბერ კამი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ლიტერატურის დარგში.
- 1961 : დაახლოებით 200 (ზოგიერთი მონაცემებით 400) მშვიდობიანი ალჟირელი მომიტინგე დახვრიტა პარიზის პოლიციამ.
- 1961 : გაიხსნა სკკპ XXII ყრილობა, რომელზეც მიიღეს სკკპ-ის მესამე პროგრამა და მიზნად დაისახა 1980 წლისთვის კომუნისტური საზოგადოების აშენება.
- 1965 : ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა დაიხურა ორწლიანი ფუნქციონირების შემდეგ. იგი 51 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.
- 1973 : ოპეკი აცხადებს ნავთობის ემბარგოს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის, რომლებიც მხილებულ იქნენ ისრაელისთვის სირიასთან ომში დახმარებისთვის.
- 1976 : დინხა IV აკურთხეს აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად.
- 1979 : დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.
- 2009 :
- ჯენსონ ბატონი და ჯგუფი Brawn GP 2009 წლის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
- პაკისტანის არმიამ თალიბანის წინააღმდეგ სამხრეთ ვაზირისტანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაციას წინ უძღოდა ორი კვირის მანძილზე თავდასხმები თალიბანის მხრიდან, რასაც 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
- 2013 : ჩადი, ნიგერია, ჩილე, ლიეტუვა და საუდის არაბეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებად აირჩიეს, თუმცა საუდის არაბეთმა უარი თქვა კუთვნილი ადგილის დაკავებაზე.
- 2021 : ჟოზე მარია ნევეში კაბო-ვერდეს პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1838 : უმიკაშვილი, პეტრე — ქართველი საზოგადო მოღვაწე და ფოლკლორისტი
- 1912 : იოანე-პავლე I — რომის პაპი (გ.1978)
- 1915 : მილერი, ართურ — ამერიკელი დრამატურგი (გ. 2005)
- 1972 : ემინემი — ამერიკელი რეპერი
- 1979 : რაიკონენი, კიმი — ფინელი ავტომრბოლელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1849 : შოპენი, ფრედერიკ — პოლონელი პიანისტი, კომპოზიტორი (დ. 1810)
- 1887 : კირხჰოფი, გუსტავ — გერმანალი ფიზიკოსი (დ. 1824)
- 1893 : პატრიკ მაკ-მაჰონი — საფრანგეთის პრეზიდენტი
- 2011 : რამაზ ჩხიკვაძე — ქართველი მსახიობი (დ. 1928)
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ევდემოზ I კათოლიკოსი
- იეროთეოს ათენელი
- გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი
- პეტრე კაპეტოლიელი
- წმინდა დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა)
- ღირსი ამონი
- ღირსი პავლე
- წმინდა დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია
- სტეფანე შალიანოვიჩი
- აგრეთვე:
- ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და სომხური სამოციქულო ეკლესია წმ. შუშანიკ წამებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
- გაერო : სიღარიბის მოსპობის საერთაშორისო დღე
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: