Asylum — ამერიკულიმძიმე როკ-ჯგუფ Kiss-ის მეცამეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1985 წლის 16 სექტემბერს, Mercury Records-ზე. ეს არის ჯგუფის პირველი ალბომი გიტარისტ ბრიუს კულიკის, როგორც ოფიციალური წევრის მონაწილეობით. მან ჩაანაცვლა მარკ სენტ ჯონი წინა ალბომის, Animalize, რამდენიმე სიმღერაში (უკანასკნელის რეიტერის სინდრომის გამო სტუდიაში არყოფნისას). საბოლოოდ, Animalize-ის მხარდამჭერ ტურნეში კულიკმა ჯონი თითქმის სრულად ჩაანაცვლა. 1991 წლამდე, ერიკ კარის გარდაცვალებამდე, ამ შემადგენლობამ, პოლ სტენლის, ჯინ სიმონსის, კარის და კულის სახით, იარსება ცვლილებების გარეშე, თუმცა კულიკი 1996 წელს ჯგუფის გაერთიანებამდე, კვლავ წევრი იყო.