Marry the Night (ქართ.ქორწინება ღამით) — ამერიკელ პოპ-მომღერალ ლედი გაგა სიმღერა. იგი გამოვიდა როგორც მეხუთე[1] და საბოლოო სინგლი მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა დაიწერა ფერნანდო გერიბეის და ლედი გაგას მიერ, რომლებიც ასევე სიმღერის პროდიუსერებიც არიან. სიმღერა ჩაიწერა გაგას მეორე მსოფლიო ტურ The Monster Ball Tour-ის ავტობუსში. გაგას თქმით სიმღერის დაწერა შთააგონა თავისმა წინა სიმღერა Dance in the Dark-მა და მისმა მშობლიურმა ქალაქმა ნიუ-იორკმა. სიმღერის პრემირა მოხდა ალბომის გამოსვლამდე ექვსი დღით ადრე სოციალური ქსელ Facebook-ის თამაშში FarmVille-ში.
სიმღერა გადაწყვეტილია საცეკვაო პოპის სტილში, რომელიც ასევე შეიცავს ჰაუსის და სინთპოპის ელემენტებს. სიმღერაში ასევე ისმის ელექტრონული ეკლესიის ზარებს, ტექნო დარტყმების და ფანკ-როკის ხმები. სიმღერის ტექსტი მოგვითხოვს გაგას სიყვარულზე ღამეზე და თუ როგო ერთობა ღამით თავის მშომლიურ ქალაქ ნიუ-იორკში. სიმღერამ მიიღო დადებითი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან. სიმღერამ ასევე მიიღო დადებითი მიმოხილვა იტალიელი პროდიუსერ ჯორჯიო მოროდერისგან და ამერიკელი როკ მომღერალ ბრიუს სპრინგსტინისგან. ალბომის გამოსვლის შემდეგ სიმღერა მოხვდა სხვადასხვა ქვეყნის ჩარტში. სიმღერა გახდა გაგას ერთადერთი სიმღერა, რომელმაც ვერ მიაღწია ბილბორდის ცხელი ასეულის ათეულში.
გაგამ სიმღერაზე გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორიც თვითონ არის. მუსიკალური ვიდეო მოგვითხრობს თუ როგორ გაუუქმა გაგას კონტრაქტი ლეიბლმა და როგორ გახდა მისი ამჟამინდელი ლეიბლის Interscope Records-ის წევრი. კლიპში მოქმედება ვითარდება კლინიკაში, საცეკვაო მოედანზე, გაგას ნიუ-იორკის სახლში და ავტოსადგომზე სადაც აფეთქებს მანქანას. ჟურნალისტებმა და კრიტიკოსებმა ვიდეო დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვევს გაგას ისტორიის თხრობას. გაგამ სიმღერა შეასრულა ინდოეთში ფორმულა ერთზე, MTV ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ბრიტანულ The X Factor-ში და სხვა. მან ასევე შეასრულა სიმღერის აკუსტიკური ვერსია მადლიერების დღის სპეციალურ გადაცემაში A Very Gaga Thanksgiving.