SpaceX Starship

Starship

Starship (სთარშიფ) — SpaceX-ის მიერ შემუშავებული სრულად მრავალჯერადი გამოყენებადი სუპერ მძიმე რაკეტა-მატარებელი, რომელიც შექმნილია ტვირთებისა და ადამიანების ეკონომიური მიწოდებისთვის დედამიწის დაბალ ორბიტებზე, ასევე მთვარეზე და მარსზე პლანეტათშორისო ფრენებისთვის. თავისი დიდი მასითა და ზომით იგი ყველაზე ძლიერი რაკეტა-მატარებელია ისტორიაში.

Starship შედგება ორი საფეხურისაგან: Super Heavy Booster და Starship კოსმოსური ხომალდი. ორივე ეტაპი აღჭურვილია Raptor ძრავებით და იყენებს თხევად მეთანს (საწვავს) და თხევად ჟანგბადს (ოქსიდიზატორს), როგორც საწვავის კომპონენტებს.

2023 წლის 20 აპრილს შედგა Starship-ისა და Super Heavy-ის პირველი ერთობლივი ფრენა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. პირველი წარმატებული სუბორბიტალური ფრენა 2024 წლის 14 მარტს შედგა. ორბიტალური გაშვება და დატვირთვით გაშვება დაგეგმილია არა უადრეს 2025 წლისა.

რაკეტების პროტოტიპების მშენებლობა და ტესტირება მიმდინარეობს Starbase-ის კოსმოდრომზე ტეხასში.

რესურსები ინტერნეტში