БМ-21
BM-21 | |
---|---|
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 13.71 |
ეკიპაჟი, კაცი | 5 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1964—1980 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1964-დღემდე |
ზომები | |
სიგრძე ქვემეხით, მმ | 3მ |
კორპუსის სიგანე, მმ | 2.40 |
სიმაღლე, მმ | 3.09 |
შეიარაღება | |
სროლის მანძილი, კმ | 21 კმ |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | V-8 გაზოტურბინიანი ZiL-375 |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 180 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 75 |
ტრასაზე გადაადგილების მარაგი, კმ | 750კმ |
БМ-21 "Град" — საბჭოთა 122 მმ. ზალპური ცეხლრეაქტიული სისტემა, რომელიც შეიქმნა 1960-იანი წლების დასაწყისში.
აღწერა
122 მმ ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემა შეიქმნა 1963 წელს ხოლო შეიარაღებაში მიიღეს 1964 წელს,მას უნდა ჩაენაცვლებინა 140 მმ BM-14. შეთავსებული იყო Урал-375Д ტიპის სამხედრო მანქანაზე და შეეძლო გაესროლა რაკეტა. ძრავად ეყენა 180 ცხენის ძალიანი ბენზინის ძრავა რომლის მაქსიმალური სისწრაფე 75 კმ საათი იყო და შეეძლო დაეფარა 750 კმ. 1976 წელს შეუცვალეს შასი და დააყენეს უფრო თანამედროვე Урал-4320 სამხედრო მანქანაზე. ეკიპაჟი 5 სამხედროსგან შედგებოდა რომლების 3 წუთში სრულ მზადყოფნაში მოყავდა ეს სისტემა გასროლა შესაძლებელი იყო საერთო მანქანის კაბინიდან,40 რაკეტის გასროლა ხდებოდა დაახლოებით 20 წუთში. გასროლის შემდეგ შეეძლო ადგილი დაეტოვებინა 2 წუთში, რაკეტების მაქსიმალური სროლის სიშორე 21 კმ იყო მაგრამ იყო ძალიან არა ზუსტი.
ვარიანტები
რუსეთი '
- 9П138 "Град-1" - მსუბუქი ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემა რომელიც 40 გასაშვები მილის ნაცვლად 36 ჰქონდა ასევე 21კმ ნაცვლად 15 კმმდე ისროდა
- БМ-21V "Град-В" - შექმნილია მედესანტეებისთვის რომელიც ეყენა GAZ-66B-ზე
- 9А51 "Прима" - 40 გასაშვები ბლოკის ნაცვლად ჰქონდა 50 ბლოკი, შასად გამოყენებული იყო Ural-4320
- 9К132 "Град-П" - ეს იყო გრადის საზღვაო ვერსია.
- А-215 "Град-М" - საზღვაო ვერსია მაგრამ ჰქონდა 12 გასაშვები ბლოკი
ბელორუსია
- БМ-21А "БелГрад" - მოდერნიზებული ვარიანტი რომელიც ურალის ნაცვლად 425 ცხენისძალიან MAZ-631705 იყო დაყენებული
- უკრაინა
- БМ-21М "Град-У" - შასი იყო შეცვლილი და დაყენებული იყო KrAZ-6322-121-ზე
ჩინეთი
- Type 81 SPRL - БМ-21-ის კოპიო რომელსაც იყნებდნენ სინო-ვიეტნამის ომში
Type 83 SPRL - Dong Feng ტიპის სამხედრო მანქანაზე იყო დაყენებული
- Type 90A - მოდერნიზებული ვარინტი რომელიც იყო დაყენებული Tiema XC2200 6x6 სამხედრო მანქანაზე, შეცვლილი ჰქონდა ცეცხლის მართვის სისტემა.
ჩეხეთი
- [[RM-70]] - გრადის მოდერნიზებული ვარიანტი რომელსაც შეეცვალა შასი, დააყენეს ტატრა-813 ხოლო შემდეგ ტატრა-815 გარდა ამისა დამატებული ჰქონდა ავტომატური დამტენი.
პოლონეთი
- WR-40 "Langusta" - შეცვლილ ჰქონდა შასი და დაყენებული იყო Jelcz P662D.35G-27-ზე, ასევე შეიცვალა ცეცხლის მართვის სისტემა.
ეგვიპტე
- RC-21 - BM-21 კოპიო
რუმინეთი
- APR-21 - შეცვლილი ჰქონდა შასი და დაყენებული იყო SR-114 ექსპორტზე გადიოდა ნიგერია - ში ხორვატიაში- ში და მაროკო - ში
- LAROM 160 - მოდერნიზებული ვარიანტი შასი იყო DAC 25.36,შესაძლებელი იყო დაყენებულიყო 122მმ 20 მილი ან 160მმ 12 მილი რომელიც 45კმ ისროდა.
თურქეთი
- T-122 "Sakarya" - ეს არის თურქული მოდერნიზებული ვარიანტი შეეცვალა შასი ასევე გაეზარდა სროლის მაქსიმალური სიშორე და 21კმ მაგივრად ისვრი 40კმზე შეიარაღებაში მიიღეს 1996 წელს
საქართველო
- ზცრს-122 - საქართველოში მოდერნიზებული BM-21.შეცვლილი იქნა შასი და დაყენებულია კრაზის მანქანაზე,მანქანა მთლიანად დაჯავშნულია STANAG-2 -ის დონემდე რომელიც იცავს ტყვიებისგან და ნამსხვრევებისგან.
რესურსები ინტერნეტში
- 122 mm Multiple Rocket Launcher (MRL) "GRAD" on the Ural-375 6×6 truck chassis – Walk around photos დაარქივებული 2008-09-25 საიტზე Wayback Machine.
- Globalsecurity.org
- Enemyforces.com დაარქივებული 2008-05-13 საიტზე Wayback Machine.
- Splav State Research and Production Enterprise დაარქივებული 2006-07-08 საიტზე Wayback Machine.
- BM-11 at FAS.org
- RM-70 at Army.cz
- WR-40 Langusta at krucjata.org.pl (პოლონური)
- Iraq BM-21 Picters
- Iraq BM-21 Ger.
- Полевая реактивная система М-21 (M-21 Field Rocket System)
- Легкая переносная реактивная система "Град-П" (Grad-P Light portable rocket system)
- BM 21 Training in Bulgaria on YouTube