აიაჩო (ფრანგ.Ajaccio) — ქალაქი კუნძულ კორსიკაზე. მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს უბეში. რკინიგზის სადგური. მოსახლეობა 58 ათ. მცხოვრები (2000).[2] განვითარებულია სუბტროპიკული მეხილეობა, გემთმშენებლობა, თევზჭერა, მარჯნის მოპოვება. გააქვთ ზეითუნის ზეთი, ღვინო, კორპი. არის ზღვისპირა კურორტი და ტურიზმის ცენტრი. აიაჩოში დაიბადა ნაპოლეონ ბონაპარტი.