აყმოლის ოლქი (ყაზახ. Ақмола облысы) — ოლქი ჩრდილოეთ ყაზახეთში. ოლქის ტერიტორიაზე ანკლავის სახით მდებარეობს ყაზახეთის დედაქალაქი ნურ-სულთანი, რომელიც ადმინისტრაციულად არ შედის ოლქის შემადგენლობაში. 1999 წლიდან ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქოქშეთაუ.
დასავლეთიდან ესაზღვრება კოსტაინაის, ჩრდილოეთიდან — ჩრდილოეთი ყაზახეთი, აღმოსავლეთიდან — პავლოდარის, ხოლო სამხრეთიდან — ყარაღანდის ოლქები.