ახალშენი (ხონის მუნიციპალიტეტი)
|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალშენი.
|
ახალშენი[2] — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, კუხის თემი. მდებარეობს იმერეთის ვაკე-დაბლობზე, მდინარე კუხის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 125 მეტრი, ხონიდან 2 კილომეტრი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა წყალტუბო-ხონი. სოფელში დგას შუა საუკუნეების ციხესიმაგრე და კათოლიკური ეკლესია (2005 წ.). სოფელში არის საჯარო სკოლა.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 497 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
694 |
331 |
363
|
2014[1] |
497 |
256 |
241
|
ლიტერატურა
სქოლიო