ბანგვეთი
ბანგვეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში (გორდის თემი). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე მდინარეების საწისქვილოსა და ცხენისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ხონიდან 21 კილომეტრი. სოფელში არის X-XI საუკუნეების ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
49 |
23 |
26
|
2014[1] |
35 |
16 |
19
|
ლიტერატურა
სქოლიო