კონტუათი
კონტუათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში, ნახახულევის თემში. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 130 მეტრი, ხონიდან 4 კილომეტრი. სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 922 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1235 |
609 |
626
|
2014[1] |
922 |
449 |
473
|
პიროვნებები
სოფელში დაიბადა ქართველი მსახიობი იპოლიტე ხვიჩია.
ლიტერატურა
სქოლიო