ბადურის თანავარსკვლავედი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Reticulum_IAU.svg/220px-Reticulum_IAU.svg.png)
ბადურის თანავარსკვლავედი (ლათ. Reticulum) — შედარებით პატარა თანავარსკვლავედი ცის სამხრეთ ნახევარსფეროზე. მოთავსებულია საათის, სამხრეთ ჰიდრასა და ოქროს თევზის თანავარსკვლავედებს შორის. შეიცავს 22 ვარსკვლავს, რომელთა ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. საქართველოს ტერიტორიიდან არ ჩანს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 137.