ფენიქსის თანავარსკვლავედი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/68/Phoenix_IAU.svg/220px-Phoenix_IAU.svg.png)
ფენიქსის თანავარსკვლავედი (ლათ. Phoenix) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავის ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეა 2,4. დაკვირვების ყველაზე უკეთესი პირობებია სექტემბერ-ოქტომბერში. შეიცავს 68 ვარსკვლავს, რომელთა ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. ნაწილობრივ ჩანს საქართველოდანაც.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 250.