ფარშავანგის თანავარსკვლავედი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/Pavo_IAU.svg/220px-Pavo_IAU.svg.png)
ფარშავანგის თანავარსკვლავედი (ლათ. Pavo) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი მე-2 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. შეიცავს 79 ვარსკვლავს, რომელთა ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. საქართველოდან არ ჩანს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 235.