ისტორიულად ბოგილი ჯუმათელების საზამთრო სამყოფელი იყო.[2] ბოგილში იდგა წმ. ნიკოლოზის სახელობის ხის ეკლესია, რომელშიც სწირავდა გაბრიელ ქიქოძე. მას შემდეგ, რაც გაბრიელი სოფელ ნაგომარში გადავიდა, ბოგილის ეკლესია მივიწყებულ იქნა. 1894 წლისთვის ის თითქმის დანგრეული იყო. 1894 წელს ბოგილის ეკლესიის მღვდლად დაინიშნა იოსებ დარჩია, რომელმაც აზნაურ კანდელაკების დახმარებით განაახლა ეკლესია.[3] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.