ბოხვაური
სოფელი | |
---|---|
ბოხვაური | |
![]() სოფლის ერთ-ერთი უბანი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბოხვაური |
კოორდინატები | 41°55′27″ ჩ. გ. 42°02′09″ ა. გ. / 41.92417° ჩ. გ. 42.03583° ა. გ. |
ფართობი | 3,12 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1056[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 338,5 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,2 %, სომხები 1,2 %, რუსები 0,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბოხვაური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბოხვაური, ჭალა). მდებარეობს მდინარეების ბჟუჟისა და ნატანების შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 100 მ.-ზე, ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში მიედნიება მდინარეები ნაბჟუარა და დვაბზუსწყალი. არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციული შენობა.[2]
სახელწოდება
ლეგენდის მიხედვით ამ ადგილებში ცხენითა და ურმით დადიოდა ვინმე ბახვა ურია, შემდეგ კი ამ ადგილებს ბოხვაური უწოდა ხალხმა. სამეცნიერო მოსაზრებით, ის შესაძლოა წარმოშობილი იყოს გვარ ბოხვაძისაგან.[3]
ისტორია
შედიოდა დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში. 1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, გარშემო ქვის გალავნით. სამრევლოში 33 კომლი შედიოდა.[4] 1920 წელს გამოეყო დვაბზუს თემს და შევიდა ქალაქ ოზურგეთის თემში.[5] 1930-იან წლებში სოფელი ლაშე-გაკირულის სასოფლო საბჭოში შედიოდა. სოფელში აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 50 კვტ/სთ.[6] 1950-იანი წლების ბოლოს ბოხვაურში აშენდა საყოფაცხოვრებო მომსახურების კომბინატი, ოზურგეთის ჩაის ფაბრიკიდან სოფელ ჭალამე დაიგო ცენტრალური გზა. სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
მოსახლეობა
გავრცელებული გვარებია ჩავლეიშვილები, სიხარულიძეები, არობელიძეები, გირკელიძეები, ღლონტები, მენაბდეები, მუჯირები.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[7] | 624 | ||
1911[8] | ![]() |
||
2002 | ![]() |
||
2014 | ![]() |
499 | 557 |
ცნობილი ადამიანები
- ერმილე მოლარიშვილი (1860-1922) — ლოტბარი, სახალხო მომღერალი
- აპოლონ ჩავლეიშვილი (1906-1987) — ლოტბარი, სახალხო მომღერალი
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 496.
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21055
- ↑ იოსელიანი ა., ნარკვევები კოლხეთის ისტორიიდან, თბ.: მეცნიერება, 1973. — გვ. 58.
- ↑ ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-11-89-8.
- ↑ გურიის ერობის მოამბე N7 — გვ. 4 — 15 თებერვალი 1920
- ↑ მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
|