ვაშტიალი

სოფელი
ვაშტიალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭანიეთი
კოორდინატები 41°51′20″ ჩ. გ. 41°58′30″ ა. გ. / 41.85556° ჩ. გ. 41.97500° ა. გ. / 41.85556; 41.97500
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 43[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაშტიალი — საქართველო
ვაშტიალი
ვაშტიალი — გურიის მხარე
ვაშტიალი
ვაშტიალი — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ვაშტიალი

ვაშტიალისოფელი საქართველოში (გურიის მხარე), ოზურგეთის მუნიციპალიტეტში (ჭანიეთის ადმინისტრაციული ერთეული).

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ-ზე, ოზურგეთიდან 6 კმ-ში. სოფელი გაფენილია ლიხაურის ციხის ქვემოთ მდებარე ველზე ლიხაურიდან ნარუჯის საზღვარზე მდებარე ამუყათას ველამდე, მოიცავს შკერიადს, ადგილს, რომელიც მუდამ შქერით იყო დაფარული. სოფელში მიედინება ჭანაურას ღელე და ფარნაოზის საცივი.

ისტორია

სოფელში ფიქსირდება ისტორიულად ხის კულტის თაყვანისცემა. ნაპოვნია წინაქრისტიანული სამლოცველოს ნაშთი, ქვაკაცის კერპი, რომელიც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ამუყაზე, ნაეკლესიების გორაზე იდგა ეკლესია, გორა მჭიდროდ იყო დასახლებული. 1941-1991 წლებში სოფელში იდგა სამხედრო ნაწილი.

სოფელში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ბრინჯი, სიმინდი და ღომი.

მოსახლეობა

გავრცელებული გვარია ურუშაძეები.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 131
2014 43 19 24

ქვასაკაფი

სოფელში, მდინარე ჩოლოქზე, მის მარცხენა მხარეს მდებარეობს საბანაო ადგილი ქვასაკაფი. 7 მეტრი სიღრმის წყალში ეშვება ქვის სვეტები. აქედან იღებდნენ ქვებს სხავდასხვა დანიშნულებით. გადმოცემის თანახმად ქვასაკაფზე ციცაბო კლდიდან ერთ-ერთი ფირალი გადამხტარა და გადარჩენილა.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.