კანარის კუნძულები (ესპ. Islas Canarias) — ესპანეთის ერთ-ერთი ავტონომიური გაერთიანება. მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოიცავს 7 კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტი.
- ფართობი — 7,3 ათასი. უმაღლესი მწვერვალია პიკო დე ტეიდე, 3718 მ.
- მოსახლეობა — 1 400 000 ადამიანი.
- ადმინისტრაციული ცენტრი — სანტა-კრუს-დე-ტენერიფე.
- საკანონმდებლო ორგანო — 60 წევრიანი პარლამენტი.
ისტორია
I საუკუნეში აღმოაჩინა იუბა II-მ, რომაელთა ნუმიდიელმა ვასალმა. მეფეს იქ ბევრი ძაღლი უნახავს (canis ლათინურად) და კუნძულებს სახელიც აქედან შეერქვა. 1402 წლიდან კუნძულები დაიკავეს კასტილიელებმა ფრანგი ზღვაოსნის, ჟან დე ბეტანკურის მეთაურობით, რომელიც შემდეგ კანარის კუნძულების მეფე გახდა. 1479 წელს განადგურებულ იქნენ კუნძულების ავტოქტონური მოსახლენი გუანშები, რომლებიც ბერბერებს ენათესავებოდნენ. 1902 წელს ავტონომისტური მოძრაობა ჩაახშეს. 1978 წელს გაძლიერდა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოძრაობა. 1993 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.
ძირითადი მონაცემები
დროშა |
გერბი |
კუნძული |
დედაქალაქი |
ფართობი (კმ²) |
მოსახლეობა (2010)
|
|
|
იერო
|
ვალვერდე
|
268,71
|
10 960
|
|
|
ფუერტევენტურა
|
პუერტო-დელ-როსარიო
|
1660
|
103 492
|
|
|
გრან-კანარია
|
ლას-პალმასი
|
1560,1
|
845 676
|
|
|
გომერა
|
სან-სებასტიან-დე-ლა-გომერა
|
369,76
|
22 776
|
|
|
ლანსაროტე
|
არესიფე
|
845,94
|
141 437
|
|
|
პალმა
|
სანტა-კრუს-დე-ლა-პალმა
|
708,32
|
86 324
|
|
|
ტენერიფე
|
სანტა-კრუს-დე-ტენერიფე
|
2034,38
|
906 854
|
-
|
-
|
გრასიოსა
|
კალეტა-დე-სებო
|
29,05
|
658
|
-
|
-
|
ალეგრანსა
|
-
|
10,3
|
-
|
-
|
-
|
ლობოსი
|
-
|
4,5
|
-
|
-
|
-
|
მონტანია-კლარა
|
-
|
1,48
|
-
|
-
|
-
|
როკე-დელ-ესტე
|
-
|
0,06
|
-
|
-
|
-
|
როკე-დელ-ოესტე
|
-
|
0,015
|
-
|
ბუნება
კანარის ველური ბუნების ოფიციალური სიმბოლოებს წარმოადგენენ: კანარის ჩიტი და კანარის ფინიკის პალმა.[3]
კანარის კუნძულებს აქვ მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. გამორჩეულია ენდემური ჯიშების სიმრავლით, მათ შორის ისეთის როგორიცაა ფასკუნჯი.
ეროვნული პარკები
კანარის კუნძულებს ოფიციალურად აქვს ოთხი ეროვნული პარკი, რომელთაგანაც ორი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. დანარჩენი ორი გამოცხადებულია ბიოსფერულ რეზერვად:[4]
- კალდერა-დე-ტაბურიენტეს ეროვნული პარკი – შეიქმნა 1954 წელს. 2002 წლიდან მსოფლიო ბიოსფერული რეზერვი. დღეისთვის მოიცავს 46,9 კმ²–ს.
- გარახონაის ეროვნული პარკი – შეიქმნა 1981 წელს. 1986 წელს გამოცხადდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. მოიცავს 3986 ჰექტარს.
- ტიმანფაიის ეროვნული პარკი – შეიქმნა 1974 წელს. 1993 წლიდან მსოფლიო ბიოსფერული რეზერვი. მოიცავს 51,07 კმ²–ს.
- ტეიდეს ეროვნული პარკი – შეიქმნა 1954. 2007 წელს გამოცხადდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. მოიცავს 18 990 ჰექტარს.
ადგილობრივი ფლორის სურათები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო