კართაგენის არმია გადავიდა სარდინიაზე, რათა მხარი დაეჭირა რომაელების წინააღმდეგ აჯანყებული სარდინიელებისათვის. ძვ. წ. 215 წელს კართაგენელების არმია ჰასდრუბალ მელოტის მეთაურობით კორნუსსა და კარალისს შორის შეებრძოლა რომაელთა არმიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა რომის კონსული ტიტუს მანლიუს ტორკვატუსი. რომის არმიამ დაამარცხა კართაგენის არმია როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე.