პოს ხეობის რეიდი — მაგონ ბარკას ხელმძღვანელობით რომაელების წინააღმდეგ კართაგენელების ლაშქრობა ჩრდილოეთ იტალიაში მეორე პუნიკური ომის დროს.
ისტორია
მაგონი, ჰანიბალის უმცროსი ძმა, ილიპთან დამარცხების შემდეგ გაემგზავრა კუნძულ მენორკაზე. ძვ. წ. 205 წელს გადავიდა იტალიის სანაპიროზე გენუასთან ახლოს 12 000 ქვეითით და 2 000 მხედრით. გაანადგურა გენუა და თავის რიგებში მიიღო ლიგურიელები და გალები. მალევე კართაგენიდან მას გაუგზავნეს 6 000 ქვეითი, 800 მხედარი და 6 სპილო, რათა სწრაფად დაკავშირებოდა ჰანიბალს. ჰანიბალსაც და მაგონსაც ჰყავდათ ძალიან მცირე სამხედრო ძალები და მათთვის შეუძლებელი იყო ფართომასშტაბიანი ოპერაციის წარმოება.
ძვ. წ. 205-203 წლების განმავლობაში, მაგონმა სხვადასხვა ჩრდილოეთ იტალიური ტომებისაგან შეადგინა კოლაიცია რომის წინააღმდეგ. ძვ. წ. 203 წელს მედიოლანთან შეებრძოლა რომაელთა ორ არმიას, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ პრეტორი პუბლიუს კვინტილიუს ვარუსი და პროკონსული მარკ კორნელიუს სეტეგი. მიუხედავად რომაელთა მრავალრიცხოვნობისა, თავდაპირველად გამარჯვება მაგონის მხარეს იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მაგონს ბარძაყის არეში ჭრილობა მიაყენეს და მისი არმია მხედართმთავრის გარეშე დარჩა, ბრძოლის ბედი უკვე რომაელებისაკენ გადაიხარა. მალევე კართაგენიდან მოვიდა ბრძანება აფრიკაში დაბრუნების შესახებ. კართაგენის გზაზე ცურვის დროს მაგონი ჭრილობისაგან გარდაიცვალა.
ლიტერატურა
Livy, The History of Rome, Vol. IV (ed. E. Rhys, transl. C. Roberts), available at University of Virginia Library Electronic Text Center, retrieved on 2007-10-3
Cassius Dio, Roman History, on Bill Thayer's Web Site, LacusCurtius, retrieved on 2007-10-9