მისი სამეფო უდიდებულესობა მარგრეტე II (ნათლობის სახელით მარგრეტე ალექსანდრინე ტორჰილდურ ინგრიდი, დან. Margrethe Alexandrine Þórhildur Ingrid, დ. 16 აპრილი, 1940) — დანიის დედოფალი 1972 წლის 14 იანვრიდან 2024 წლის 14 იანვრამდე, მისი ტახტიდან გადადგომამდე 52 წლიანი მმართველობის შემდეგ.
დედოფალი მარგრეტე II ამალიენბორგის სასახლეში დაიბადა. მისი მშობლები - დანიის მეფე ფრედერიკ IX და დედოფალი ინგრიდი, დაბადებით შვედეთის პრინცესა.
დედოფალი ერთ-ერთ თავის სახელში ისლანდიურ ასო Þ- ატარებს, რადგან მისი დაბადებისას ისლანდია დანიის შემადგენლობაში შედიოდა.
დედოფალი 1940 წლის 14 მაისს მონათლეს ჰოლმენსის ეკლესიაში (დანიურად Holmens Kirke), კონფირმაცია გაიარა 1955 წლის 1 აპრილს კარის ეკლესია ფრედენსბორგში.
2023 წლის საახალწლო მიმართვის დროს განაცხადა, რომ 2024 წლის 14 იანვარს, მმართველობის ზუსტად 52-ე წლსითავზე, ტახტიდან გადადგებოდა.[1] ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ფრედერიკ X.[2]