მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

სოჭის კონფლიქტი — შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ბოლშევიკურ რუსეთს და თეთრ რუსეთს შორის 1918—1919 წლებში. ომის მონაწილე მხარეების მიზანი იყო შავიზღვისპირა ტერიტორიების, კერძოდ, აფხაზეთის დაკავება და მასზე კონტროლის მოპოვება. ომამდე, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო ორ ადმინისტრაციულ ერთეულს: ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგსა და შავიზღვისპირეთის გუბერნიის სოჭის ოკრუგს შორის. საზღვარს წარმოადგენდა მიდნარე ბზიფი. ომს წინ უძღოდა აფხაზეთში ბოლშევიკური რევოლუციის მცდელობა. ომი მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით. 1918 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე საქართველო აფხაზეთზე კონტროლისთვის ებრძოდა ბოლშევიკებს, ხოლო 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის მაისის ჩათვლით ანტონ დენიკინის „თეთრ გვარდიას“. საქართველომ სამხედრო წარმატებას მიაღწია ბოლშევიკების წინააღმდეგ და გაერთიანებული სამეფოს ჩარევით დაუზავდა თეთრ მოძრაობას. ომის შედეგად საქართველომ შეძლო საკუთარ შემადგენლობაში შეენარჩუნებინა სოხუმის ოკრუგი მთლიანად და სოჭის ოკრუგი ნაწილობრივ (გაგრის უბანი). საქართველოს და რუსეთს შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ფსოუ, რაც დღემდე წარმოადგენს დე-იურე საზღვარს ამ ორ სახელმწიფოს შორის.

დღის სტატია

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის დროშა
გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის დროშა

გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية العربية المتحدة) — სუვერენული გაერთიანება ეგვიპტესა და სირიას შორის. შეიქმნა 1958 წელს და არსებობდა 1961 წლამდე, როდესაც სირიამ კავშირი დატოვა. თუმცა, 1971 წლამდე ეგვიპტემ არსებობა „გაერთიანებული არაბული რესპუბლიკის“ სახელით განაგრძო. პრეზიდენტი იყო გამალ აბდელ ნასერი. არსებობის განმავლობაში (1958–1961), ჩრდილოეთ იემენთან ერთად გაერთიანებული არაბული სახელმწიფოს კონფედერაციის წევრი იყო.

კავშირმა 1952 წლის ეგვიპტის რევოლიციის დროინდელი დროშა შემოიღო, რომელსაც ორი წევრის აღსანიშნავად ორი ვარსკვლავი დაამატა. ეს სიმბოლო ამჟამად სირიის დროშას წარმოადგენს. 1963 წელს მსგავის დროშა მიიღო ერაყმაც, მაგრამ სამი ვარსკვლავით, რაც განასახიერებდა იმის იმედს, რომ კავშირში მასაც მიიღებდნენ. თანამედროვე ეგვიპტის, სუდანისა და იემენის დროშები ასევე ამ დროშას ეფუძნება.

დღის სურათი

[[ფაილი:თარგი:Potd/2025-02-1|center|300x300px|თარგი:Potd/2025-02-1 (ka)]]

სიახლეები

დონალდ ტრამპი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


1 თებერვალი — ამ დღეს...

გრანდ სენტრალი
გრანდ სენტრალი
  • 1861 : ამერიკის სამოქალაქო ომი : ტეხასი აშშ-ს გამოეყო.
  • 1884 : ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი ტომი გამოვიდა.
  • 1896 : ოპერის „ბოჰემა“ პრემიერა შედგა ტურინში.
  • 1913 : მსოფლიოში უდიდესი რკინიგზის სადგური გრანდ სენტრალი (სურათზე) გაიხსნა ნიუ-იორკში.
  • 1918 : რუსეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა.
  • 1958 : ეგვიპტემ და სირიამ გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს, რომელმაც 1961 წლამდე იარსება.
  • 2003 : კოსმოსური შატლი „კოლუმბია“ აფეთქდა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას, რამაც შვიდი ასტრონავტი იმსხვერპლა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი