ამ სახელით ორი სოფელია ცნობილი: პატარა და დიდი ხორენია. მათ ერთმანეთისგან მდინარეფარავანი ჰყოფს. ადმინისტრაციულად დიდი ხორენია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. სახელწოდების თავდაპირველი ფორმა არის ხორანია და არა ხორენია, თუმცა ეს უკანასკნელი ფორმა გაჩნდა XIX საუკუნეში და დამკვიდრდა.