ოროჯოლარი
ოროჯოლარი — სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სათხის თემში.[2] მდებარეობს მდინარე ფარავნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1880 მ სიმაღლეზე. ქალაქ ნინოწმინდიდან დაშორებულია 5 კილომეტრით. 2002 წლის მონაცემებით სოფელ ოროჯოლარის მოსახლეობა შეადგენს 1406 ადამიანს.[3]
ლიტერატურა
სქოლიო