როდიონოვკა
სოფელი | |
---|---|
როდიონოვკა | |
![]() სოფლის ხედი სამხრეთიდან, უკან მარჯვნივ ჩანს ჭიქიანის მთა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტამბოვკა |
კოორდინატები | 41°27′12″ ჩ. გ. 43°51′03″ ა. გ. / 41.45333° ჩ. გ. 43.85083° ა. გ. |
ადრეული სახელები | ფარავანი |
ცენტრის სიმაღლე | 2100 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 277[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები (98,2 %), ქართველები (1,8 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
როდიონოვკა, ყოფილი ფარავანი — სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში (ტამბოვკის თემი). მდებარეობს ფარავნის ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 2100 მეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ისტორია
ფარავნის ტბის გარშემო ისტორიულად საკმაოდ მჭიდრო დასახლება ჩანს. აქ გადიოდა ძველი გზა, რომელიც კვეთდა თრიალეთსა და ჯავახეთს. ცენტრი ამ არეალისა სოფელი თავფარავანი (იგივე ფარავანი) უნდა ყოფილიყო.
ამჟამინდელი დასახლება 1840-იან წლებში გააშენეს რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორებმა, რომლებმაც მას უწოდეს როდიონოვკა[2]
დემოგრაფია
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 308[3] |
2014 | 277[1] ![]() |
ისტორიული ძეგლები
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5f/Paravani_Church_2.jpg/275px-Paravani_Church_2.jpg)
სოფლის ცენტრში მდებარეობს დიდი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია, ნაგები სუფთად გათლილი გრძელი კვადრებით. ეკლესია X-XI საუკუნეებს განეკუთვნება.
ეკლესიას გააჩნია ორნამენტები კარის არქიტავრზე. ორნამენტებია შემონახული თავდაპირველი სახის კარნიზებისა და სარკმელების არქივოლტებზეც. ეკლესიას გააჩნია წარწერები. ერთი მათგანი იკითხება შემდეგნაირად: „ქრისტე შეიწყალე პავლე“.
როდიონოვკაში არის მეორე ეკლესიაც, შედარებით მცირე ზომისა. მისი სახურავი და კედლები დაზიანებულია. იქვე მდებარეობს გვიანი შუა საუკუნეების ქარვასლა, რომლისათვისაც ქვა შემოუცლიათ.
ლიტერატურა
- ბერიძე მ., ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ხუციშვილი ლ., პაპუაშვილი ნ., დუხობორები // „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 276, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|