სუკრე

ტერმინს „სუკრე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სუკრე (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
სუკრე
Sucre
La Plata, Chuquisaca
დროშა გერბი

ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 19°02′02″ ს. გ. 65°15′45″ დ. გ. / 19.0339000° ს. გ. 65.2626000° დ. გ. / -19.0339000; -65.2626000
ქალაქის მერი აიდე ნავა
დაარსდა 29 სექტემბერი, 1539
ფართობი 1768 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2,750
მოსახლეობა 225,000 კაცი (2006)
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი +4
ოფიციალური საიტი hamsucre.gov.bo
სუკრე — ბოლივია
სუკრე
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 566
ინგლ.რუს.ფრ.

სუკრებოლივიის ოფიციალური დედაქალაქი, ჩუკისაკას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი და ბოლივიის მე-6 ყველაზე დასახლებული ქალაქი. ქალაქი ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, 2810 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ეს სიმაღლე ქალაქში ქმინს სუბტროპიკულ მაღალმთიანეთის კლიმატს.

მისი თავდაპირველი სახელი იყო ჩუკისაკა; ესპანეთის იმპერიის დროს მას ლა-პლატას ეძახდნენ.

ესპანელთა ჩამოსვლამდე, ქალაქ ჩუკისაკას ჰქონდა საკუთარი ავტონომია ინკების იმპერიისგან (ჩარკები ერთადერთი ხალხი იყო, ვინც არ გადაიხადა გამოსასყიდი ინკას ტყვეებისთვის).

ბუნება

გაშენებულია პილკომაიოს ხეობაში, ცენტრალური კორდილიერის კალთებზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 2700–2800 მეტრ სიმაღლეზე. ჰავა თბილი და ზომიერია.

ისტორია

1538 წლის 30 ნოემბერს სუკრე დაარსდა „ახალი ტოლედოს ვერცხლის ქალაქის“ (Ciudad de la Plata de la Nueva Toledo) სახელით. იგი დააარსა ესპანელმა კონკისტადორმა პედრო დე ანსურესმა; ლა-პლატა უწოდა იმიტომ, რომ ეს რაიონი მდიდარი იყო ვერცხლის საბადოებით. მოგვიანებით ქალაქს ჩუკისაკა (ინდიელების ენაზე — ვერცხლის მთა) უწოდეს. 1559 წელს ესპანეთის მეფემ ფილიპე II-მ ჩამოაყალიბა „ჩარკასის სამეფო აუდიენცია“, ტერიტორია, რომელიც მოიცავს დღევანდელ პარაგვაის, სამხრეთ-აღმოსავლეთ პერუს, ჩრდილოეთ ჩილესა და არგენტინას და ბოლივიის დიდ ნაწილს. ჩარკასის აუდიენცია 1776 წლამდე პერუს ვიცე-სამეფოს ქვედანაყოფი იყო, ვიდრე იგი გადაეცემოდა რიო-დე-ლა-პლატის ახლადშექმნილ ვიცე-სამეფოს. 1601 წელს ფრანცისკელთა მიერ დაფუძნდა რეკოლეტის მონასტერი. 1609 წელს ქალაქში დაარსდა საეპისკოპოსო. 1624 წელს დაარსდა ჩუკისაკას წმინდა ფრანსის ხავიერის სახელობის უნივერსიტეტი.

ფესტივალის დრო სუკრეში

1809 წლის 25 მაისს დაიწყო ბოლივიის მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის წმინდა ფრანცისკოს ბაზილიკის ზარის რეკვით. ამ ზარის ნახვა დღესაც შესაძლებელია ბაზილიკაში: ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რელიქვიაა. XIX საუკუნემდე ლა პლატა იყო რეგიონის სასამართლო, რელიგიური და კულტურული ცენტრი. იგი გამოცხადდა ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული ზემო პერუს (მოგვიანებით, ბოლივია) დროებით დედაქალაქად, 1826 წლის ივლისში.[1] 1839 წლის 12 ივლისს, პრეზიდენტმა ხოსე მიგელ დე ველასკომ გამოაცხადა კანონი ბოლივიის დედაქალაქად მისი დაასახელების შესახებ და რევოლუციონერი ლიდერის ანტონიო ხოსე დე სუკრეს პატივსაცემად უწოდა ეს სახელი.[1] პოტოსის ვერცხლის ინდუსტრიის ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, სუკრემ დაკარგა ბოლივიის სამთავრობო ადგილის წოდება, რამაც გადაინაცვლაა ლა-პასში, 1898 წელს. ბოლივია იყო ესპანეთის ბოლო იმპერიული ტერიტორია სამხრეთ ამერიკაში, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა, 1825 წელს. 1991 წელს სუკრე გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი .

ქალაქი ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს, კარგად შემონახული ცენტრალური ნაწილის გამო, რომელიც XVIII და XIX საუკუნეებშია აშენებული. ტყუპი მთების Churuquella და Sika Sika ძირას, სუკრე არის მრავალი პატარა სოფლის კარიბჭე, რომელიც თარიღდება კოლონიური ეპოქით, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის ტარაბუკო, ფერადი „Pujllay“-ის ფესტივალის სამშობლო, რომელიც ტარდება ყოველწლიურად მარტის თვეში. ამ სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ერთ-ერთი ძირძველი ეთნოსის წარმომადგენელია.  

მთავრობა

ლა-პასთან ერთად, სუკრე ბოლივიის ერთ–ერთი სამთავრობო ცენტრია: ის არის სასამართლო ხელისუფლების ადგილი, სადაც მდებარეობს უზენაესი სასამართლო. როგორც ბოლივიის კონსტიტუციაშია მითითებული, სუკრე არის ერის ნამდვილი დედაქალაქი, ხოლო ლა-პასი მთავრობის ადგილს წარმოადგენს. სუკრე ასევე ჩუკისაკას დეპარტამენტის დედაქალაქია.

ქალაქ სუკრეს მთავრობა იყოფა აღმასრულებელ და საკანონმდებლო მიმართულებად. სუკრეს მერი არის ქალაქის მთავრობის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, რომელსაც ირჩევენ ხუთი წლის ვადით, საყოველთაო არჩევნებში. საკანონმდებლო ფილიალი შედგება მუნიციპალური საბჭოსგან, სადაც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ჯგუფი ირჩევს მუნიციპალური საბჭოს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და მდივანს.

სუკრეს მერი არის ივან არჩენეგა, რომელმაც თანამდებობა 2015 წლის 25 მაისს დაიკავა.[2]

დაწყების თარიღი დასრულების თარიღი მერი პარტია შენიშვნები
2008 წლის ნოემბერი აიდე ნავა PAÍS
2008 წლის ნოემბერი 2010 წლის 30 მაისი უგო ლოაიზა MBL თანამდებობა დაეკისრა მას შემდეგ, რაც აიდე ნავამ დატოვა კორუფციის ბრალდებით
2010 წლის 30 მაისი 2010 წლის 18 ივნისს ჰაიმე ბარონ პოვედა PAÍS აირჩიეს რეგიონულ არჩევნებში, 2010 წლის 4 აპრილს
2010 წლის 22 ივნისი 2011 წლის 10 იანვარი ვერონიკა ბერიოსი MAS დროებითი მერის სტატუსით დასახელდა სუკრეს საბჭოს 335/10 რეზოლუციის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბარონ პოვედა ბრალდებულ იქნა 2008 წლის 24 მაისს ძალადობის ორგანიზებისთვის [3]
2011 წლის 10 იანვარი 2011 წლის 27 იანვარი ხოსე სანტოს რომერო MAS დროებითი მერის სტატუსით დასახელდა სუკრეს საბჭო 03/11 რეზოლუციით,[3]
2011 წლის 27 ივლისი 2012 წლის 31 იანვარი ვერონიკა ბერიოსი MAS დაუბრუნდა თანამდებობას, როდესაც ჩუკისაკას უზენაესი სასამართლოს საგარანტიო ტრიბუნალმა გააუქმა დადგენილება 03/11[3]
2012 წლის 31 იანვარი 2015 წლის 25 მაისი მოისეს ტორეს ჩივი განახლებული თავისუფლება და დემოკრატია (LIDER) აირჩიეს 2011 წლის სპეციალურ არჩევნებში[4]
2015 წლის 25 მაისი მოქმედი ივან არჩენეგა MAS აირჩიეს 2015 წლის მუნიციპალურ არჩევნებში[5]

მუნიციპალური საბჭო აირჩიეს 2010 წლის 4 აპრილის რეგიონულ არჩევნებში.  

2010 წლის აპრილში არჩეულმა საბჭომ 2010 წლის დეკემბრის ბოლოს დაიკავა ადგილი:

კაბინეტი საბჭოს წევრი ბიოგრაფია პარტია
პრეზიდენტი დომინგო მარტინეს კასერესი სოფლის მეურნეობის ინჟინერი, ყოფილი ვიცე-მერი, საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი აგრომიის ფაკულტეტზე UMRPSFXCH-ში.
ვიცე- პრეზიდენტი გერმან გუტიერეს განტერი იურისტი, სუკრეს ყოფილი მერი, ყოფილი ეროვნული დეპუტატი, სასამართლო საბჭოს ყოფილი წევრი, პროფესორი სოციალური ინტეგრაციის პაქტი
მდივანი არმინდა კორინა ჰერერა გონსალესი მასწავლებელი, ჩუკისაკას ასამბლეის დამფუძნებელი წევრი და MAS-ის ყოფილი წევრი ახალი სამოქალაქო ალტერნატივა
ნელსონ გუსმან ფერნანდესი კომუნიკატორი, სამართლის სტუდენტი, Federación Universitaria-ს ადგილობრივი და საუნივერსიტეტო კლუბის ლიდერი. სოციალური ინტეგრაციის პაქტი
სუზი ბარიოს კიროსი ფსიქოლოგი, მე-2 და მე-5 უბნების ყოფილივიცე-მერი, ჩუკისაკას ქალთა სამოქალაქო კომიტეტის პრეზიდენტი სოციალური ინტეგრაციის პაქტი
ნორმა როხას სალაზარი ბოლივიის წითელი ჯვრის აღმასრულებელი მდივანი და სამეზობლოს ლიდერი სოციალური ინტეგრაციის პაქტი
ხუან ვილაგომეს ლედესიმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი, ყოფილი დოცენტი, ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და ჯანმრთელობის დეპარტამენტის სამსახურის დაგეგმვის განყოფილების ყოფილი უფროსი MAS-IPSP
ვერონიკა ბერიოსი აირჩიეს დროებითი მერის თანამდებობაზე 2010 წლის 19 ივნისს

ვლადიმერ პაკა ლეზანო ალტერნატიული მდივანი 2010 წლის ივნისიდან

ბერიოსი: ლაბორატორიის თანამშრომელი, იურისტი, სოციოლოგიის სტუდენტი MAS-IPSP
ხოსე სანტოს რომერო კამპესინოს (ფერმერთა) ლიდერი, ფედერაცია Chaunaca Subcentral-ის ყოფილი ლიდერი და Potolo-ს რძის მწარმოებელთა ასოციაციის წევრი MAS-IPSP
მარლენ როსალეს ვალვერდე ბიზნესმენი და სუკრეს მაღაზიათა მეოთხე ფედერაციების ლიდერი. MAS-IPSP
ლორდეს მილარესი იურისტი, NFR-ის ყოფილი ეროვნული მოადგილე და PODEMOS საპარლამენტო დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი სოციალური ინტეგრაციის პაქტი

გეოგრაფია და ტერიტორიული მოწყობა

სუკრე, ბოლივია

სუკრე იყოფა რვა რაიონად: აქედან პირველი ხუთი არის ქალაქური უბნები, ხოლო მე-6, მე-7 და მე-8 არის სასოფლო ტერიტორია. თითოეულს მართავს ქვე-მერი (ესპ. Subalcalde), რომელიც ინიშნება სუკრეს მერის მიერ. სოფლის უბნები მოიცავს მრავალრიცხოვან სასოფლო დასახლებას, საქალაქო ტერიტორიის გარეთ.

სუკრეს ემსახურება ალკანტარის აეროპორტი, რომელიც მდებარეობს 30 კმ-ში (19 მილი) სამხრეთისაკენ.

კლიმატი

სუკრეს აქვს სუბტროპიკული მაღალმთიანეთის კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cwb),[6] ზომიერი ტემპერატურით მთელი წლის განმავლობაში.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირებულია 34.7°C (94.5°F) ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა - 6°C-ია (21°F).

ოთხი სახელის ქალაქი

თითოეული ცნობილი სახელი წარმოადგენს ქალაქის ისტორიის სპეციფიკურ პერიოდს.

  • ჩარკა იყო ძირძველი სახელი იმ ადგილისა, რომელზედაც ესპანელებმა ააგეს კოლონიური ქალაქი.
  • ლა-პლატა ეწოდებოდა განვითარებულ ესპანურ ქალაქს.
  • სახელი ჩუკისაკა მიენიჭა ქალაქს დამოუკიდებლობის ხანაში.
  • სუკრე ეწოდა აიაკუჩოს ბრძოლის დიდი მარშალის (1824 წლის 9 დეკემბერი), ანტონიო ხოსე დე სუკრეს პატივსაცემად.
  • თეთრი ქალაქი (La Ciudad Blanca) არის მეტსახელი, რომელიც მიენიჭა ქალაქს, რადგან კოლონიური სტილის მრავალი სახლი და სტრუქტურა თეთრი ფერისაა.

სპორტი

სუკრეს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტები ბოლივიაში, ხოლო ქალაქში ყველაზე პოპულარული სპორტია ფეხბურთი. სუკრეს აქვს მეორე უდიდესი ფეხბურთის და ოლიმპიური სტადიონი ქვეყნის მასშტაბით, ესტადიო-პატრია.

ასევე ვარჯიშობენ სხვა სპორტის სახეობებშიც, მაგალითად, ცურვაში — „ბოლივიის საცურაო აუზში“, კალათბურთში — ქალაქის მასშტაბით არსებულ მრავალრიცხოვან კორტებზე, ტაეკვონდოში, კუნგ-ფუში, ფრენბურთსა და ჩოგბურთში.

განათლება

სუკრე არის ამერიკაში მეორე უძველესი საჯარო უნივერსიტეტის სამშობლო, ჩუკისაკას წმინდა ფრანსის ხავიერის სახელობის უნივერსიტეტი (USFX). უნივერსიტეტი ამზადებს სტუდენტებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო მასშტაბით; სხვადასხვა კორპუსი ქალაქის რამდენიმე უბანშია განთავსებული. სამაგისტრო სფეროებში USFX მოიცავს სამართალს, პოლიტიკურ მეცნიერებებს, მედიცინას, ოდონტოლოგიას, ქიმიას, ბიზნესის მართვას, ფინანსურ მეცნიერებებს და სხვა.[7]

ქალაქში ასევე ფუნქციონირებს სხვა აკადემიური ინსტიტუტები, როგორიცაა კერძო უნივერსიტეტის კამპუსი, Universidad Privada del Valle, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Univalle, ეროვნული მასწავლებელთა სკოლა (Escuela Nacional de Maestros "Mariscal Sucre"), დომინგო სავიოს სახელობის კერძო უნივერსიტეტი და სიმონ ბოლივარის სახელობის უნივერსიტეტი.

არქიტექტურა

ქალაქი სუკრე მოიცავს ბევრ ძველ და კლასიკურ ნაგებობას:

თავისუფლების სახლი

ქალაქის ცენტრში

თავისუფლების სახლი აშენდა 1621 წელს. ამ შენობაში რესპუბლიკა დაფუძნდა სიმონ ბოლივარის მიერ, რომელმაც დაწერა ბოლივიის კონსტიტუცია.  

ეროვნული ბიბლიოთეკა

რესპუბლიკის დაარსების წელსვე აშენდა ეროვნული ბიბლიოთეკა, ეს არის ქვეყნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული, ბიბლიოგრაფიული და დოკუმენტალური ცენტრი. ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს დოკუმენტები, რომლებიც თარიღდება XVI საუკუნით.[8]

დედაქალაქის კათედრალი

აშენებულია 1559-1712 წლებში, ტაძარს აქვს ე.წ. „კათედრალის მუზეუმი“, რომელიც ქვეყნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური მუზეუმია. „პინაკოთეკას“ აქვს კოლონიალური და რესპუბლიკური პერიოდის ოსტატების ნახატების უზარმაზარი კოლექცია. ტაძარი მოიცავს მრავალ ნაკეთობას, რომლებიც დამზადებულია ოქროს, ვერცხლის და ძვირფასი ქვებისგან.

საეპისკოპოსო სასახლე

აშენდა 1609 წელს, მნიშვნელოვანი რელიგიური და ისტორიული დაწესებულება იყო კოლონიალური პერიოდის განმავლობაში.

ჩუკისაკას დეპარტამენტის ავტონომიური მთავრობა

რესპუბლიკური არქიტექტურის ერთ–ერთი საუკეთესო ნაგებობა, რომლის მშენებლობა დასრულდა 1896 წელს იყო ბოლივიის მთავრობის პირველი სასახლე, მაგრამ როდესაც მთავრობა ლა-პასში გადავიდა, იგი ჩუკისაკას გუბერნატორის სასახლე გახდა.

ეკლესიები და მონასტრები

მთავარი პლაზა, მთავარი მოედანი, სუკრე
სუკრეს საკათედრო ტაძარი
  • სან ფელიპე ნერი
  • სან-ფრანცისკო
  • ლა-რეკოლეტა
  • წმინდა ტერეზა
  • სანტა-კლარა
  • სანტო დომინგო
  • სან-ლაზარო (ქვეყნის უძველესი ეკლესია და სუკრეს ყოფილი საკათედრო ტაძარი)
  • სან სებასტიანი
  • იგლესია-დე-ლა-მერკედი
  • სან-ავგუსტინი
  • სანტა-მონიკა
  • სანტა ბარბარა
  • სან მიგელი

სამლოცველოები

  • ლორეტოს სამლოცველო
  • ქალწულ გვადალუპეს სამლოცველო

ტრანსპორტი

ქალაქს ემსახურება ალკანტარას აეროპორტი მრავალი შიდა ფრენების მიმართულებით, სამი კომერციული ავიაკომპანია.

დაძმობილებული ქალაქები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 "Sucre.", Sociedad Geográfica (1903). Diccionario geográfico del Departamento de Chuquisaca: contiene datos geográficos, históricos y estadisticos. Impr. "Bolívar" de M. Pizarro, გვ. 296–97. 
  2. „Arciénega triunfa; le falta mayoría - La Razón“. La Razón. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 2015-05-08.
  3. 3.0 3.1 3.2 „Fallo judicial restituye a Alcaldesa de Sucre“. Los Tiempos [byline: Correo del Sur]. 2011-01-28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-30. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  4. „Torres ya es Alcalde de Sucre“. Correo del Sur. 2012-01-31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
  5. „Arciénega triunfa; le falta mayoría - La Razón“. La Razón. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 2015-05-08.
  6. Climate: Sucre - Climate graph, Temperature graph, Climate table. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 2014-01-05.
  7. Facultades. Universidad de San Francisco Xavier. ციტირების თარიღი: December 5, 2019.
  8. Archivo y Biblioteca Nacionales de Bolivia, Anuario de Estudios Bolivianos, Archivisticos y Bibliograficos. No.14 - 2008, p.301ff
  9. Home page of Cardiff Council – Cardiff's twin cities. Cardiff Council (15 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 10 August 2010.