ფოთლოვანი აბედა, ხუჭუჭა აბედა (ლათ.Grifola frondosa) — ბაზიდიუმიანი სოკომერიპილუსისებრთაოჯახისა. დიამეტრში აღწევს 80 სმ-ს, მასაში — 10 კგ-მდე. შედგება მრავალრიცხოვანი ბრტყელი წვრილი ტალღოვანი ნახევარწრიული რუხ-ზეთისხილისფერი ქუდებისაგან (4–10 სმ დიამეტრის), რომლებიც საბოლოოდ ერთ ძირზე შეერთებულ დატოტვილ ფეხებზე სხედან. აქვს ძლიერი კაკლის სუნი. საჭმელად ვარგისია. გავრცელებულია ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ტყეებში. ძირითადად იზრდება ფოთლოვანი ხეების ძირებში. პარაზიტი სოკოა, იწვევს ფესვებისა და ხის ტანის (ძირში) სიდამპლეს.[2]
სქოლიო
↑McIlvaine, Charles; Robert K. Macadam; and Robert L. Shaffer. 1973. One Thousand American Fungi. Dover Publications. New York. 729 pp. (Polyporus frondosus, pp. 482-483 & Plate CXXVIII.)